2022 წლის 19 სექტემბერს PHR-მა მცირე საოჯახო საცხოვრისის „ხელი ხელს“ თანამშრომლებთან შშმ პირების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლების შესახებ შექმნილი დოკუმენტების პრეზენტაცია გააკეთა.
ორგანიზაციას „ხელი ხელს“ თბილისში, გურჯაანში, ბათუმსა და სენაკში აქვს მცირე საოჯახო ტიპის სახლი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ბენეფიციარების საჭიროებების გათვალისწინებით, ორგანიზაციამ „ხელი ხელს“ გამოთქვა დაინტერესება დაწესებულებების აღმზრდელებს მიეღოთ ინფორმაცია სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ.
შეხვედრის დროს PHR-ის წარმომადგენელმა აღმზრდელებს / მომვლელებს მიაწოდა ინფორმაცია თუ რა უფლებებს მოიცავს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლება, რა სახის მხარდაჭერა შეიძლება დასჭირდეს გარდატეხის ასაკში მყოფ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგოებს მენსტრუალური ციკლის დროს, როგორია თვით სტიმულირების თანამედროვე აღქმა და რა შემთხვევაში უნდა მიექცეს ყურადღება აღმზრდელისა თუ სპეციალისტის მიერ.
შეხვედრის დროს განხილული იქნა საერთაშორისო გამოცდილება, თერაპევტის ჩართულობის შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საფრთხის შემცველი ქცევის ცვლილების თაობაზე, ასევე კრიტერიუმები, რის მიხედვითაც შეიძლება შეფასდეს ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე ადამიანის თანხმობა სექსუალურ კავშირზე იყო თუ არა ნებაყოფლობითი.
პრეზენტაციის დროს განხილული იქნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისთვის აბორტის მიწოდების და კომუნიკაციის პრინციპები და რეკომენდაციები სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების პრევენციის მიზნით.
პრეზენტაციას „ხელი ხელს“-ის 20-მდე თანამშრომელი ესწრებოდა. აღმზრდელები დაინტერესდნენ როგორ უნდა ესაუბრონ ბენეფიციარებს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე, მათ შორის თვით სტიმულირებასა და უსაფრთხო სქესობრივ კავშირზე. ორგანიზაციის თანამშრომლებმა აღნიშნეს რომ მათთვის პრობლემური საკითხია სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე მომუშავე სპეციალისტის მოძიება განსაკუთრებით რეგიონში.
სამედიცინო სფეროს სპეციალისტების და იურისტებთან თანამშრომლობით, პროექტის „Supporting Women with Disabilities in Being, doing and becoming independent“ ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებების შესახებ შექმნილი დოკუმენტების ნახვა შესაძლებელია აქ:
- სექსუალური და რეპროდუქციული უფლებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისთვის. ლინკი: https://phr.ge/publication/documents/391?lang=geo
- ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე ადამიანების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები. ლინკი: https://phr.ge/publication/documents/387?lang=geo
- აბორტის სერვისის მიწოდების ზოგადი პრინციპები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისთვის. ლინკი: https://phr.ge/publication/documents/465?lang=geo
- შშმ გოგოების მხარდაჭერა გარდატეხის (პუბერტატის) ასაკში. ლინკი: https://phr.ge/publication/documents/427?lang=geo
- სექსუალური გზით გადამდები ინფექციების (სგგი) პრევენცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებში. ლინკი: https://phr.ge/publication/documents/531?lang=geo
შეხვედრა განხორციელდა RFSU მხარდაჭერით.