2023 წლის 14 დეკემბერს PHR-ის
ორგანიზებით გაიმართა პოლიტიკის შემუშავების შესახებ დიალოგი:
„მართლმსაჯულებაზე მისაწვდომობის უფლება შეზღუდული შესაძლებლობის
და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალებისა და ლგბტქ+ ადამიანებისთვის.“
PHR-ის გამგეობის წევრმა, ანა აბაშიძემ, შეხვედრის მონაწილეებს გააცნო პოლიტიკის დოკუმენტები და ისაუბრა იმ ბარიერებსა და გამოწვევებზე რასაც მართლმსაჯულებაზე მისაწვდომობის პროცესში აწყდებიან შეზღუდული შესაძლებლობისა და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალები, ასევე, ლგბტქ+ ადამიანები.
შეხვედრაზე PHR-მა ასევე წარადგინა მომზადებული 2 ვიდეო რგოლი, რომლებიც შეეხება სხვადასხვა ქალების გამოცდილებებს მართლმსაჯულების პროცესში.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები, ადვოკატები და სხვა დაინტერესებული პირები.
PHR-ის მიერ მომზადებული პოლიტიკის დოკუმენტები:
პოლიტიკის დოკუმენტი: შეზღუდული შესაძლებლობის მქონექალების მართლმსაჯულებაზე მისაწვდომობა
პოლიტიკის დოკუმენტი: ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალების მართლმსაჯულებაზე მისაწვდომობა
პოლიტიკის დოკუმენტი:
ვიდეობი: ანას გამარჯვების ისტორია
ქალების მისაწვდომობამართლმსაჯულებაზე
დიალოგი განხორციელდა გაეროს ერთობლივი პროგრამა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში - UN Joint Programme for Gender Equality in Georgia (UNJP4GE) მხარდაჭერით, რომელიც ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.