ორგანიზაციას „ბავშვი და გარემო“ რუსთავში, ნორიოსა და ჭიათურაში აქვს დღის ცენტრი და მცირე საოჯახო ტიპის სახლი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ბენეფიციარების საჭიროებების გათვალისწინებით, „ბავშვი და გარემო“ დაინტერესდა რომ დაწესებულებების აღმზრდელებისთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია რას გულისხმობს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლება, რა ვალდებულებები აქვთ სერვის პროვაიდერებს ბენეფიციართა სექსუალური საჭიროებების გამოვლინებების დროს და ა.შ.
PHR-ი არაერთი წელია აღნიშნულ საკითხზე მუშაობს. 2021 წელს კი, შვედური ორგანიზაციის RFSU-ს ფინანსური მხარდაჭერით, სამედიცინო სფეროს სპეციალისტების და იურისტებთან თანამშრომლობით, შეიქმნა დოკუმენტები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებების შესახებ.
სწორედ ამ დოკუმენტების პრეზენტაცია გაკეთდა 2022 წლის 17 ივნისს „ბავშვი და გარემოს“ თანამშრომლებთან. პრეზენტაცია PHR-ის იურისტებმა გააკეთეს.
პრეზენტაციის დროს აღმზრდელებს / მომვლელებს მიეწოდათ ინფორმაცია თუ რა უფლებებს მოიცავს ჩარჩო ტერმინი - სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლება, რა სახის მხარდაჭერა შეიძლება დასჭირდეს გარდატეხის ასაკში მყოფ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგოებს, მათ შორის მენსტრუალური ციკლის დროს, როგორია თვით სტიმულირების თანამედროვე აღქმა და რა შემთხვევაში უნდა მიექცეს ყურადღება აღმზრდელისა თუ სპეციალისტის მიერ.
ასევე, პრეზენტაციის დროს განიხილეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისთვის აბორტის შესახებ ინფორმაციის მიწოდების და კომუნიკაციის პრინციპები.
შეხვედრის შედეგად დაწესებულების მომვლელებმა მიიღეს ახალი და სასარგებლო ინფორმაცია ბენეფიციართა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებებით სარგებლობის კუთხით.
დოკუმენტების ნახვისა
და გადმოწერისთვის:
1.
სექსუალური
და რეპროდუქციული უფლებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისთვის. დააჭირე აქ.
2.
ინტელექტუალური
შეზღუდვის მქონე ადამიანების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები.
დააჭირე აქ.
3.
აბორტის
სერვისის მიწოდების ზოგადი პრინციპები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისთვის.
დააჭირე აქ.
4.
შშმ გოგოების
მხარდაჭერა გარდატეხის (პუბერტატის) ასაკში. დააჭირე აქ.
PHR-ი აგრძელებს მუშაობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა და გოგონათა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.
პროექტი „შშმ ქალთა და გოგონათა მხარდაჭერა, მათი გაძლიერება და დამოუკიდებლობის ხელშეწყობა“ ხორციელდება RFSU-ს ფინანსური მხარდაჭერით.