No one has ever become poor by giving

შესავალი

რამდენიმე დღის წინ საზოგადოების ყურადღება ირმამ და მისმა ისტორიამ მიიპყრო

საქმეში ჩართვისთანავე PHR-ის ადვოკატებმა დაუყოვნებლივ მიმართეს სასამართლოს ხონში განთავსების გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე. ვინაიდან, ირმასთვის სახელმწიფოს მიერ დანიშნულმა ადვოკატმა, ირმას პროცესზე გამოთქმული პოზიციის საწინააღმდეგოდ, დადგენილ ვადაში არ გაასაჩივრა იძულებითი მკურნალობის გადაწყვეტილება.  PHR-ის ადვოკატებმა მოითხოვეს სასამართლოს მხრიდან გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის აღდგენა. 

მოთხოვნაში, ადვოკატებმა მიუთითეს, რომ ირმა სასამართლო პროცესზევე აპროტესტებდა ხონში გადაყვანას და ითხოვდა განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას, რაც ირმას მხრიდან გადაწყვეტილების გასაჩივრების მოთხოვნას წარმოადგენდა. ირმა დღესაც მოითხოვს აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებას და ხონის დაწესებულების დაუყოვნებლივ დატოვებას.

მოვლენების განვითარება

PHR-ის ადვოკატების მიერ წარდგენილი შუამდგომლობა იმავე მოსამართლემ განიხილა, ვინც ირმა ხონში იძულებით მოათავსა. მან, როგორც მოსალოდნელი იყო, არ დააკმაყოფილა ირმას გასაჩივრების ვადის აღდგენა. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება ნიშნავდა მის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების გასაჩივრებას.

მთავარი არგუმენტი, რის გამოც სასამართლომ ირმას უარი უთხრა ვადის აღდგენაზე ის გახლდათ, რომ სასამართლოს ესწრებოდა ირმასთვის სახელმწიფოს მიერ დანიშნული საზოგადოებრივი ადვოკატი. შესაბამისად, სასამართლოს აზრით, ირმას ჰქონდა საშუალება დადგენილ დროში გაესაჩივრებინა ეს გადაწყვეტილება და თუ აქამდე არ გაასაჩივრა, სასამართლო მას ხელიდან გაშვებულ ვადას არ აღუდგენდა.

სასამართლოს განმარტებაში ვკითხულობთ:
„სასამართლო პროცესს ესწრებოდა თავად ირმა  და მისთვის სავალდებულო წესით დანიშნული ადვოკატი. შესაბამისად, დაცვის მხარისთვის (სადაც კანონმდებლობით მოიაზრება ბრალდებული და მისი ადვოკატი) კარგად იყო ცნობილი განჩინების გასაჩივრების ვადა და წესი“.

PHR-ი არკვევს „იურიდიული დახმარების სამსახურის “ადვოკატთან ირმას საქმის გასაჩივრებაზე უარის თქმის საფუძველს და აგრძელებს ირმას უფლებების დაცვისთვის ყველა სამართლებრივი საშუალების გამოყენებას.

ამ საქმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით დეტალები მუდმივად განახლდება.


სამართლებრივი მხარდაჭერა ხორციელდება გაეროს ერთობლივი პროგრამის "გენდერული თანასწორობისათვის" ფარგლებში, რომელიც შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.

და RFSU -ს ფინანსური მხარდაჭერით.