თბილისის საქალაქო სასამართლომ PHR-ის სარჩელი დააკმაყოფილა და შსს-ს გენდერული სტატისტიკის დამუშავება-გაცემა დაავალა
2018 წლის 24 აპრილს ორგანიზაციამ ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ შსს-ს მიმართა და მოითხოვა საჯარო ინფორმაციის გაცემა. მათ შორის, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ოჯახში ძალადობისა და სხვა ოჯახური დანაშაულის, ასევე ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებებზე დაწყებული გამოძიების მაჩვენებელი წლების, სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებისა და ძალადობის ფორმების მიხედვით.
დისკუსია „ბავშვთა მიმართ ძალადობა – რეალობა და გამოწვევები“
14 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო დისკუსია „ბავშვთა მიმართ ძალადობა – რეალობა და გამოწვევები“. ღონისძიება ქალთა ისტორიის თვის ფარგლებში ჩატარდა. დისკუსიაზე ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელმა ანა არგანაშვილმა ისაუბრა სოციალური მუშაობის სისტემურ პრობლემებზე, ბავშვთა უფლებების დაცვის პროცესში სოციალური მუშაკების როლსა და მათ წინაშე არსებულ გამოწვევებზე, რაც სახელმწიფოში კრიზისულ სიტუაციას ქმნის.
PHR-მა გოგონების რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლების შესახებ მორიგი შეხვედრა გამართა
PHR-ი აგრძელებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონების რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლების შესახებ საინფორმაციო შეხვედრებს. მორიგი შეხვედრა დღის ცენტრში – „მშობელთა ხიდი“ გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ დღის ცენტრის ადმინისტრაციის თანამშრომლები, ფსიქოლოგი, აღმზრდელები და მშობელი.
ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან მიმართებით ECRI-ის მწვავე კრიტიკას უერთდებიან
ევროპის საბჭოს რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპულმა კომისიამ (ECRI) 2019 წლის 5 მარტს გამოქვეყნებულ შუალედური დასკვნაში (CRI(2019)4) მნიშვნელოვანი და კრიტიკული აქცენტები დასვა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან მიმართებით. ECRI მიიჩნევს რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ შეასრულა 2016 წლის 1 მარტის მეხუთე პერიოდულ ანგარიშში გაცემული რეკომენდაციები.
PHR-ის ხელმძღვანელმა სტუდენტებთან სექსუალური შევიწროების შესახებ ისაუბრა
დიდი ბრიტანეთის საელჩოს ორგანიზებით ქალთა ეკონომიკური განვითარების თემაზე ჩივნინგის კურსდამთავრებულებმა დისკუსიების სერია დაიწყეს. პირველი შეხვედრა სექსუალური შევიწროების თემას მიეძღვნა, რომელსაც სხვადასხვა უნივერსიტეტიდან შერჩეული 35 სტუდენტი ესწრებოდა.

.png)




