დღევანდელ დღეს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემა ციფრული უსაფრთხოების საკითხს უკავშირდება. განსაკუთრებით მწვავეა ეს საკითხი ბავშებთან მიმართებაში. მითუმეტეს მაშინ, როდესაც პანდემიით გამოწვეული შექმნილი მდგომარეობის გამო მათ სულ უფრო მეტი დროის გატარება უწევთ ინტერნეტ სივრცეში.

საკითხის აქტუალობიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე #PHR-მა პროექტ „ბავშვთა მართლმსაჯულების უფლების გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში დაგეგმილი ვებინარების ციკლი „ბავშვები და ციფრული უსაფრთხოების“ თემით გახსნა.

ვებინარი 30 სექტემბერს ციფრული მედიის სპეციალისტმა, ლილი ფულარიანმა ჩაატარა. ონლაინ შეხვედრას დაესწრნენ ამავე პროექტის ფარგლებში შექმნილი „ბავშვთა მრჩეველთა საბჭოს“ წარმომადგენლები, ასევე სხვა დაინტერესებული ბავშვები და მათი მშობლები.

დაახლოებით 2 საათის განმავლობაში ინტერაქტიულად მიმდინარეობდა ისეთი მნიშვნელოვანი თემების განხილვა როგორიცაა: 

  • პირადი მონაცემების დაცვა - როგორ დავიცვათ ჩვენი პროფილი სოციალურ ქსელში და არ გავცეთ ზედმეტი ინფორმაცია;
  • როგორ ვებრძოლოთ ბულინგს ონლაინ სივრცეში;
  •  როგორ ამოვიცნოთ ყალბი სიახლეები (fake news);
  • როგორ დავიცვათ თავი ონლაინ სივრცეში მოძალადეებისგან;
  •  სამართლებრივი დავები და ლიტერატურა ქართულ ენაზე.

ვებინარის მონაწილეების ტრენერთან ერთად აქტიურად განიხილავდნენ სხვადასხვა მათთვის საინტერესო საკითხებს, აზიარებდნენ საკუთარ გამოცდილებებს, სვამდნენ კითხვებს და იღებდნენ ამომწურავ ინფორმაციას.

 

ვებინარი ბავშვების უსაფრთხოების დაცვის მიზნით დახურულ ფორმატში გაიმართა. ყველა 10-დან -18-წლამდე მსურველ პირს შეეძლო სარეგისტრაციო ფორმის შევსება და ვებინარზე დასასწრები მოსაწვევის მიღება. ხოლო მათთვის, ვინც ვერ შეძლო ვებინარზე დასწრება, გიზიარებთ მოკლე პრეზენტაციას რომლის ბოლო სლაიდში სხვადასხვა სასარგებლო რესურსის ბმულს აღმოაჩენთ.


 


პროექტს ახორციელებს ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), აშშ- საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG) პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მიერ.