2023 წლის 14 დეკემბერს PHR-ის ორგანიზებით გაიმართა პოლიტიკის შემუშავების შესახებ დიალოგი:
„მართლმსაჯულებაზე მისაწვდომობის უფლება შეზღუდული შესაძლებლობის და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალებისა და ლგბტქ+ ადამიანებისთვის.“

PHR-ის გამგეობის წევრმა, ანა აბაშიძემ, შეხვედრის მონაწილეებს გააცნო პოლიტიკის დოკუმენტები და ისაუბრა იმ ბარიერებსა და გამოწვევებზე რასაც მართლმსაჯულებაზე მისაწვდომობის პროცესში აწყდებიან შეზღუდული შესაძლებლობისა და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალები, ასევე, ლგბტქ+ ადამიანები.  

შეხვედრაზე PHR-მა ასევე წარადგინა მომზადებული 2 ვიდეო რგოლი, რომლებიც შეეხება სხვადასხვა ქალების გამოცდილებებს მართლმსაჯულების პროცესში.

შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები, ადვოკატები და სხვა დაინტერესებული პირები.

PHR-ის მიერ მომზადებული პოლიტიკის დოკუმენტები:

პოლიტიკის დოკუმენტი: შეზღუდული შესაძლებლობის მქონექალების მართლმსაჯულებაზე მისაწვდომობა

პოლიტიკის დოკუმენტი: ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალების მართლმსაჯულებაზე მისაწვდომობა

პოლიტიკის დოკუმენტი: ლგბტქ პირების მართლმსაჯულებაზემისაწვდომობა

ვიდეობი: ანას გამარჯვების ისტორია

ქალების მისაწვდომობამართლმსაჯულებაზე

ანას გამარჯვების ისტორია

დიალოგი განხორციელდა გაეროს ერთობლივი პროგრამა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში - UN Joint Programme for Gender Equality in Georgia (UNJP4GE) მხარდაჭერით, რომელიც ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.