PHR წარმოგიდგენთ კვლევას - ქმედუნარიანობის რეფორმის შეფასება: კანონმდებლობა და პრაქტიკა. დოკუმენტი აანალიზებს ქვეყანაში ქმედუნარიანობის რეფორმის განხორციელების სამართლებრივ, ინსტიტუციურ და პრაქტიკულ ასპექტებს და გამოვლენილი გამოწვევების აღმოსაფხვრელად არაერთ რეკომენდაციას წარმოადგენს.

კვლევა შემუშავდა ღია საზოგადოების ფონდების (OSF) ფინანსური მხარდაჭერით, EMC-სა და მისი პარტნიორი ორგანიზაციების - „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ (PHR), „საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია“ (GASW) და „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი“ (GIP – Tbilisi) - მიერ.