შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი დამოუკიდებელი ცხოვრების უფლებაა.

სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით შეიქმნა დოკუმენტი "დამოუკიდებელი ცხოვრების უფლება". დოკუმენტი მარტივი წასაკითხი ფორმით არის შექმნილი.

დოკუმენტი შემუშავებულია ორგანიზაციების - „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ და „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ - და ექსპერტების - ლია ტაბატაძისა და ოლღა კალინას - მიერ. დოკუმენტი მომზადდა პროექტის - „ქმედუნარიანობის ინსტიტუტის განხორციელების ხელშეწყობა საქართველოში“ - ფარგლებში. პროექტი მხარდაჭერილია „ღია საზოგადოების ფონდების“ (OSF) მიერ და მას ახორციელებენ ორგანიზაციები - „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC), „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ (PHR), „საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია“ (GASW) და „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი“ (GIP – Tbilisi)