ჩვენ შესახებ

image

ანიკა ტიზლიარიშვილი

საზოგადოებასთან ურთიერთობის და კომუნიკაციების მენეჯერი


სალამი, მე ანიკა ვარ და საყვარელ საქმიანობად PR და კომუნიკაციები ავირჩიე. ვარ ფემინისტი და10 წელზე მეტია სამოქალაქო აქტივიზმში ვარ ჩართული. ვიბრძვი თანასწორობისთვის. 

ჩემი სამუშაო გამოცდილება 14 წელს ითვლის, მიმუშავია როგორც კერძო სექტორში, ასევე სხვადასხვა დამოუკიდებელ პროექტებზე - აღმასრულებელ მენეჯერად, მიწვეულ კონსულტანტად, ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების, ღონისძიებების ორგანიზატორის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერად.

უფრო ვრცლად ჩემი პროფესიული საქმიანობის შესახებ ნახავთ აქ.

PHR-ში 2020 წლის თებერვალში მოვედი. მომწონს აქაური დინამიკა, სამუშაო გარემო, ადამიანები ვისთან ერთადაც ყოველდღიურ რეჟიმში მიწევს მუშაობა და ღირებულებები, რომლის გარშემოც ჩვენი გუნდია გაერთიანებული. 

ორგანიზაციაში მუშაობის პერიოდში არაერთი გამოწვევა წარმატებით გადავლახეთ. დარწმუნებული ვარ წინაც საკმაოდ ბევრი გამოწვევა გველოდება, თუმცა სამართლიანი და უკეთესი, თანასწორი გარემოსათვის ბრძოლა ყოველთვის წარმატებისკენაა მიმართული.

თუ შენი უფლებები ირღვევა, დაგვიკავშირდი: 032 2 33 13 56

ჩვენი პარტნიორები