პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს შშმ ქალებისა და გოგონების სექსუალური ჯანმრთელობასა და რეპროდუქციული უფლებების (SRHR) ეფექტურ განხორციელებას როგორც ინსტიტუციონალური ცვლილებების გამოწვევით, ასევე საზოგადოების ინფორმირების გზით. პროექტის გუნდი იმუშავებს ცნობიერების ამაღლების კამპანიებზე, ინფორმაციის ფართოდ გავრცელებაზე, როგორც პროფესიონალებში, ასევე საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებში, რითაც გაიზრდება შშმ ქალების SRHR საკითხებზე ცოდნა, დღის წესრიგში დადგება შშმ ქალთა და გოგონათა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებაზე აქტიური მუშაობა. პროექტის ფარგლებში, PHR-ი, სტრატეგიული სამართალწარმოების გზით, ყურადღებას გაამახვილებს არსებულ სტრუქტურულ ბარიერებზე, დისკრიმინაციულ პრაქტიკაზე, სისტემურ გამოწვევებზე მათი მოგვარების მიზნით. 

დონორი: The Swedish Association for Sexuality Education ( RFSU)

პროექტის ხანგრძლივობა: 2020 - 2023

წლიური ბიუჯეტი: 700 000 SEK