დაგეგმილი და განხორციელებული საქმიანობები:

პროექტის მიზანი: პროექტის მიზანია ბავშვთა მართლმსაჯულების უფლების გაძლიერება და სტრატეგიული სამართალწარმოების მეშვეობით მნიშვნელოვანი ცვლილებების გამოწვევა. სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ ბავშვები, მათ შორის ისინი, რომლებიც ცხოვრობენ სახელმწიფოს მიერ მართულ ინსტიტუციებში, ბავშვები რომლებმაც გამოსცადეს შეზღუდულ შესაძლებლობებზე, სქესზე, ასაკზე, სექსუალურ ორიენტაციასა და სხვ. ნიშანზე დაფუძნებული ყველა ფორმის ძალადობა, ჩაგვრა და დისკრიმინაცია. პროექტის გუნდი იმუშავებს ასევე ეთიკის ნორმების გაუმჯობესებაზე ბავშვთა წარმომადგენლობის და საქმეთა განხილვის დროს. ბავშვებთან აქტიური თანამშრომლობით, შეიქმნება მუდმივმოქმედი მრჩეველთა საბჭო ორგანიზაციის ბაზაზე, სადაც ბავშვებს მიეწოდებათ მათი უფლებების და ქვეყანაში მიმდინარე ყველა შესაფერისი პროცესების შესახებ ინფორმაცია. მათი ჩართულობით მოხდება პროექტის აქტივობების განხორციელება. ასევე დაგეგმილია საგანმანათლებლო საქმიანობები უნივერსიტეტებსა და პროფესიულ საზოგადოებებში, როგორიცაა საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია.

დონორი: USAID; აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) პროგრამა: „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLOG)

ხანგძლივობა: 15 აპრილი 2020 - 15 აპრილი 2021

თანხა: 42,977.75 $