პროექტის მიზანი:  ქალ და ბავშვ სპორტსმენთა მიმართ სექსუალური შევიწროების პრობლემების მოგვარება, კვალიფიციური კვლევის ჩატარებით და საერთაშორისო რეგულაციების, პოლიტიკისა და საუკეთესო პრაქტიკის სამაგიდო შესწავლით. კვლევების პრეზენტაცია და განხილვა მოხდება ონლაინ სემინარებზე. პროექტი ასევე განახორციელებს ადვოკატირებისა და ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებს სპორტში სექსუალური შევიწროების შემთხვევების თავიდან ასაცილებლად და / ან მათთან მიმართებაში. PHR მოაწყობს ონლაინ შეხვედრებს სპორტის ფედერაციებთან და სპორტულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, კლუბებთან და მწვრთნელებთან, მუნიციპალიტეტებთან და ახალგაზრდა სპორტსმენებთან. პროექტის გუნდი თარგმნის საერთაშორისო სპორტსმენების ისტორიებს, დაამუშავებს რეალურ ისტორიებს, შეიქმნება ვიდეოები ადგილობრივი სპორტსმენების მონაწილეობით. სიუჟეტები და ვიდეოები გავრცელდება სოციალურ ქსელში. PHR დამატებით დაარიგებს მაისურებსა და ცნობიერების ასამაღლებელ ბროშურებს. პროექტი ხელს შეუწყობს სპორტში სექსუალური შევიწროების პრობლემის უკეთ გააზრებას და სპორტული კლუბების, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სპორტული ფედერაციების მიერ პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების დანერგვას.

ოსალოდნელი შედეგები:

  • სპორტში სექსუალური შევიწროების შესახებ ცნობიერების ამაღლება, საერთაშორისო სტანდარტების და პრაქტიკის გაცნობის გზით.
  • სპორტული კლუბების, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სპორტული ფედერაციების მიერ პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების დანერგვა
  • საზოგადოებაში მეტი ინფორმირებულობა სპორტში სექსუალური შევიწროების და დაცვის მექანიზმების შესახებ.


დონორი: PROLOG

ხანგძლივობა: 15 აპრილი 2021 - 14 აგვისტო 2021

თანხა: 21,239.00 $