#PHR-ის ხელმძღვანელმა, ანა აბაშიძემ, ბავშვთა უფლებების შესახებ ვებინარი გამართა.

90646125_10213932711150218_3117762596057382912_nდღეს, ვებინარების ციკლის “WASH, ადამიანის უფლებები და გარემო”-ს ფარგლებში, #PHR-ის ხელმძღვანელმა ბავშვთა უფლებების შესახებ სესია  გამართა.

ვებინარზე ბავშვთა უფლებების კონვენციის სტანდარტების, მართლმსაჯულების სფეროში ბავშვთა უფლებებისა და საქართველოში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის  განხილვა მოხდა. 

სესია ინტერაქციულ რეჟიმში მიმდინარეობდა. Მონაწილე ბავშვების მიერ დასმული კითხვები ძალადობის პრევენციას, სასამართლოში მიმართვის უფლებას, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების90617468_10213932711910237_567730174712348672_n მდგომარეობას, ბოშა ბავშვებისა და შშმ ბავშვების მიმართ დისკრიმინაციის აკრძალვასა და სხვა მნიშვნელოვან თემებს შეეხო. 

ვებინარების ციკლის “WASH, ადამიანის უფლებები და გარემო” ტარდება CENN -ის მიერ ევროკავშირისა და New World Program-ის მხარდაჭერით.

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

*
*