წესდება

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის – Partnership For Human Rights

წესდება
ქ. ბილისი
2017 წ.

მუხლი 1
საზოგადოების შესახებ

  1. საზოგადოება ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის – “Partnership
    For Human Rights“ (შემდგომში – საზოგადოება) წარმოადგენს
    საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად შექმნილ, წევრობაზე
    დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს,
    რომელიც მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობისა
    და ამ წესდების შესაბამისად.
  2. საზოგადოება თავისი მიზნებიდან გამომდინარე მოქმედებს საქართველოს
    მთელ ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
  3. საზოგადოების სახელწოდება – პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
  • Partnership For Human Rights.
  1. სამართლებრივი ფორმა – არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული
    პირი.
  2. იურიდიული მისამართი – ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. #41
    სადარბაზო №1, სართული 7, ბინა №140.
  3. საზოგადოების ელექტრონული ფოსტის მისამართი
    phr.georgia@gmail.com
    მუხლი 2
    საზოგადოების მიზნები
    საზოგადოების მიზანია საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
    პირთა, ქალთა, ბავშვთა და სხვა ,,მოწყვლადი“ ჯგუფის წარმომადგენელთა
    უფლებების დაცვა, უფლებათა დარღვევის პრევენცია, უფლებათა დაცვის
    მდგომარეობის მონიტორინგი. მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზის
    ჰარმონიზაცია საერთაშორისო სამართლის პრინციპებთან და სტანდარტებთან.
    მუხლი 3
    საქმიანობის ფორმები
  4. წესდებით განსაზღვრული მიზნის მისაღწევად, საზოგადოება ხელს
    უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ქალთა, ბავშვთა და
    სხვა ,,მოწყვლადი“ ჯგუფის წარმომადგენელთა უფლებების
    პოპულარიზაციას, დაცვასა და საზოგადოებაში მათი უფლებების მიმართ
    პატივისცემის დამკვიდრებას. ის იყენებს საქმიანობის შემდეგ ფორმებს:
    1.1.საქართველოში ზემოაღნიშნულ პირთა უფლებების დაცვის სფეროში
    ინფორმაციის კოორდინაცია, გაცვლა და გავრცელება;
    1.2.კონფერენციებისა და რეგულარული შეხვედრების მოწყობა,
    ტრეინინგებისა და სემინარების ორგანიზება, ბროშურებისა და
    პუბლიკაციების გამოცემა, რადიო და სატელევიზიო კომენტარების
    გამოქვეყნება, და ა. შ. ადამიანის უფლებებათა დაცვის სფეროში
    პროფესიული ეთიკის ნორმების დამკვიდრების მიზნით;
    1.3.შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ქალთა, ბავშვთა და სხვა
    ,,მოწყვლადი“ ჯგუფის წარმომადგენელთა მიერ საკუთარი უფლებების
    რეალიზების მიზნით მათი მართლშეგნების ამაღლება, კონსულტირება და
    შესაბამისი სამართლებრივი დახმარების გაწევა;
    1.4.ღონისძიებების ორგანიზება, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ პირების
    ინტეგრაციას საზოგადოებაში;
    1.5.ადამიანის უფლებების დაცვის სისტემის განვითარებისთვის სახელმწიფო
    უწყებებთან, კერძო დაწესებულებებთან, ეროვნულ თუ საერთაშორისო
    ორგანიზაციებთან მოლაპარაკებების წარმოება და თანამშრომლობა;
    1.6.ინფორმაციის მოგროვება და დამუშავება ქვეყანაში მოწყვლადი ჯგუფების
    წარმომადგენელთა უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ,
    სტატისტიკური მონაცემების შექმნა და ანალიზი, შესაბამისი
    რეკომენდაციების წარდგენა პასუხისმგებელი პირებისათვის;
    1.7.მედიასთან თანამშრომლობა და სხვადასხვა საინფორმაციო და სარეკლამო
    საშუალებების გამოყენებით საზოგადოების საქმიანობის პოპულარიზაცია;
    1.8.საზოგადოების მიზნების განხორციელებისთვის საქართველოში
    რეგიონალური ცენტრების შექმნა და მათი საქმიანობის მხარდაჭერა;
    1.9.იურიდიული მომსახურების ცენტრების შექმნა სამართლებრივი
    კონსულტაციებისა და სასამართლო და სხვა საჯარო დაწესებულებებში
    მათი წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად.
    1.10. ორგანიზიაციის წესდებით განსაზღვრული მიზნებიდან გამომდინარე
    და მის შესასრულებლად, საზოგადობა უფლებამოსილია გასცეს მცირე
    გრანტები, მიიღოს შემოწირულობა ფინანსური თუ არაფულადი
    დახმარების სახით.
  5. საზოგადოებას უფლება აქვს განახორციელოს კანონით აუკრძალავი
    ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ემსახურება მისი მიზნების მიღწევას,
    მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს საქმიანობა სადამფუძნებლო
    დოკუმენტებით გათვალისწინებული.
  6. საზოგადოება უფლებამოსილია ეწეოდეს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო
    საქმიანობას, რომლიდან მიღებული მოგებაც უნდა მოხმარდეს მისი მიზნების
    რეალიზებას. ასეთი საქმიანობის შედეგად მიღებული მოგების განაწილება მის
    დამფუძნებლებს, წევრებს, შემომწირველებს, აგრეთვე ხელმძღვანელობისა და
    წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს შორის დაუშვებელია.

მუხლი 4
საზოგადოების ქონება

  1. საზოგადოება თავისი წევრების, აგრეთვე ხელმძღვანელობისა და
    წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირების
    მდგომარეობისაგან დამოუკიდებელია. პასუხისმგებლობა შემოიფარგლება
    მხოლოდ მისი ქონებით. საზოგადოების ვალდებულებებისთვის მისი
    წევრები, აგრეთვე მისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი
    უფლებამოსილების მქონე პირები პასუხს არ აგებენ. ასევე არ აგებს პასუხს
    საზოგადოება საკუთარი წევრების, აგრეთვე თავისი ხელმძღვანელობისა
    და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირების
    ვალდებულებებისათვის.
  2. საზოგადოების ქონება იქმნება შემოწირულობების, გრანტებისა და
    საქმიანობის შედეგად მოპოვებული სხვა კანონიერი შემოსავლებით.
  3. საზოგადოების საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება
    შესაძლებელია, თუ გასხვისება ემსახურება მის საქმიანობას, მის
    ორგანიზაციულ განვითარებას, ხელს უწყობს მისი მიზნების
    განხორციელებას ან ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს.
  4. საზოგადოების ლიკვიდაციის შემთხვევაში მისი ქონების განკარგვა ხდება
    ამ წესდებით გათვალსიწიენებული წესით.
    მუხლი 5
    საზოგადოების დამფუძნებლები
    საზოგადოების დამფუძნებელია ანა აბაშიძე.
    მუხლი 6
    საზოგადოების წევრობა
  5. საზოგადოების წევრის სტატუსი:

1.1. საზოგადოების წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ქმედუნარიანი პირი,
თუ ის იზიარებს საზოგადოების წესდებით განსაზღვრულ მიზნებს და სურს
ჩაერთოს მის საქმიანობაში.
1.2. საზოგადოებაში დასაქმების შემთხვევაში პირი ავტომატურად ითვლება
საზოგადოების წევრად. წევრობა უქმდება საზოგადოებასთან შრომითი
ურთიერთობის დასრულებისთანავე თუ საზოგადოების გამგეობის მიერ სხვა
გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. ამ შემთხვეში პირი შესაძლოა აღარ იყოს
საზოგადოების თანამშრომელი მაგრამ დარჩეს საზოგადოების წევრად.
1.3. გამგეობა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საზოგადოების
წევრისთვის საპატიო წევრის სტატუსის მინიჭების შესახებ. პირის საპატიო
წევრად მიჩნევის საფუძველია მისი განსაკუთრებული როლი საზოგადოების
მიზნების რეალიზებაში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის
გამოცდილებიდან გამომდინარე.

  1. წევრის უფლებები და მოვალეობები

2.1. საზოგადოების წევრი უფლებამოსილია:
ა) ხმის უფლებით მიიღოს მონაწილეობა წევრთა საერთო კრების მუშაობაში;
ბ) მონაწილეობა მიიღოს საზოგადოების მართვის ორგანოების ფორმირებაში,
აირჩიოს და არჩეულ იქნას გამგეობის წევრად, საზოგადოების
თავმჯდომარედ.გ) ნებისმიერ დროს გაეცნოს და მიიღოს ინფორმაცია
საზოგადოების საქმიანობის, პროექტების მიმდინარეობის შესახებ;
დ) მონაწილეობა მიიღოს საზოგადოების მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში;
ე) მიაწოდოს საზოგადოების მართვის ორგანოებს წინადადებები საქმიანობის
ეფექტური წარმართვის მიზნით.
2.2. საზოგადოების წევრი ვალდებულია:
ა) დაიცვას საზოგადოების წესდება, შეასრულოს საზოგადოების მართვის
ორგანოების გადაწყვეტილებები;
ბ) განზრახ არ შელახოს საზოგადოების საქმიანი რეპუტაცია;
გ) გაუფრთხილდეს საზოგადოების საქმიან რეპუტაციას და ქონებას.
მუხლი 3. საზოგადოების წევრობის შეწყვეტის საფუძვლები
3.1. წევრის სტატუსის გაუქმება მოხდება შემდეგ შემთხვევებში:
ა) პირადი განცხადების საფუძველზე;
ბ) გარდაცვალების, სასამართლოს გადაწყვეტილებით პირის
გარდაცვლილად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოცხადების
შემთხვევაში;
გ) იურიდიული პირის შემთხვევაში – მისი ლიკვიდაციით;
დ) გარიცხვით.
3.2. გარიცხვა შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ:
ა) წევრი იმოქმედებს საზოგადოების მიზნების წინააღმდეგ;
ბ) დაარღვევს წესდების დებულებებსა და მათ შესაბამის წესებს;
გ) წევრი საერთო კრებას არასაპატიო მიზეზით არ ესწრება რეგულარულად
(მინიმუმ 3-ჯერ);
დ) წევრი გამოიყენებს საზოგადოების ავტორიტეტსა და საქმიან რეპუტაციას
კომერციული, პოლიტიკური ან პირადი მიზნებისთვის;
ე) გაავრცელებს საზოგადოების საქმიანობის შესახებ არასწორ ინფორმაციას,
რომლითაც ზიანს მიაყენებს საზოგადოების საქმიან რეპუტაციას;
ვ) საზოგადოების შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
3.3. ამ მუხლის მე-3 პუნქტითა და საზოგადოების შინაგანაწესით
გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, საზოგადოებიდან წევრის
გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საზოგადოების გამგეობა წევრთა
¾-ის გადაწყვეტილებით;
3.4.საზოგადოებიდან წევრის გარიცხვის შემთხვევაში, მასთან წყდება სამუშაო
კონტაქტი.
მუხლი 7
წევრთა საერთო კრება

  1. საზოგადოების უმაღლესი მმართველობითი ორგანოა საზოგადოების
    წევრთა საერთო კრება, რომელიც მოიწვევა წელიწადში ერთხელ გამგეობის
    გადაწყვეტილებით, საზოგადოების თავმჯდომარის ინიციატივით ან წევრთა
    1/3-ის მოთხოვნით. საჭიროების შემთხვევაში ამავე პირების მიერ შესაძლოა
    მოწვეულ იქნეს რიგგარეშე საერთო კრება;
  2. საერთო კრების მოწვევის თაობაზე ყველა წევრს უნდა ეცნობოს
    წერილობით, საზოგადოების ვებ–გვერდზე გამოქვეყნების, სოციალური
    ქსელების მეშვეობით ან ტელეფონით კრების მოწვევის თარიღამდე არანაკლებ
    7 დღით ადრე;
  3. კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი.
    გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
  4. საერთო კრებაზე გადაწყვეტილებები მიიღება ხმის უფლების მქონე დამსწრე
    წევრთა ხმათა უმრავლესობით, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით
    გათვალისწინებული შემთხვევისა;
  5. თუ საქართველოს კანონმდებლობით, საერთო კრების გადაწყვეტილების
    დასადასტურებლად მოთხოვნილია ნოტარიული თანხმობა, სასურველია
    საერთო კრების სხდომას ესწრებოდეს აგრეთვე ნოტარიუსი.
  6. საერთო კრება უფლებამოსილია:
    6.1. მიიღოს გადაწყვეტილება საზოგადოების წესდებაში ცვლილებებისა და
    დამატებების შეტანის, ახალი წესდების დამტკიცების შესახებ.
    6.2. განსაზღროს და შეცვალოს საზოგადოების საქმიანობის ძირითადი
    მიზნები.
    6.3. აირჩიოს და გამოიწვიოს საზოგადოების გამგეობის, სარევიზიო კომისიის
    წევრები.
    6.4. მოითხოვოს ინფორმაცია საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოებისა და
    პირებისაგან საზოგადოების საქმიანობის შესახებ.
    6.5. საჭიროებისამებრ მოისმინოს გამგეობის ანგარიშები;
    6.6. მიიღოს გადაწყვეტილება საზოგადოების საქმიანობის შეჩერების,
    რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის თაობაზე.
    6.7. გადაწყვიტოს ყველა ის საკითხი, რომელიც ამ წესდებით არ განეკუთვნება
    გამგეობის, საზოგადოების ხელმძღვანელის ან აღმასრულებელი დირექტორის
    კომპეტენციას;
  7. საერთო კრების გადაწყვეტილება, რომლითაც ხდება საზოგადოების
    საქმიანობის მიზნების შეცვლა, საქმიანობის შეჩერება, საზოგადოების ქონების
    გასხვისება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია მიიღება საერთო კრებაზე
    დამსწრე საზოგადოების სრული შემადგენლობის ¾ (სამი მეოთხედი)
    უმრავლესობით. ამ შეთხვევაში კრება გადაწყეტილებაუნარიანია თუ მას
    ესწრება საერთო კრების წევრთა სრული შემადგენლობის ¾ (სამი მეოთხედი).

მუხლი 8.
საზოგადოების გამგეობა

  1. საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოა გამგეობა, რომელსაც 7 წევრის
    შემადგენლობით, ორი წლის ვადით, ირჩევს საერთო კრება, ხმის უფლების
    მქონე დამსწრე წევრების ხმათა უმრავლესობით;
  2. გამგეობის წევრთა ოცდაათ პროცენტს შესაძლოა წარმოადგენდნენ
    საზოგადოებაში დასაქმებული პირები. დანარჩენი წევრები არიან
    საზოგადოების მიერ მოწვეული ადამიანები;
  3. გამგეობის საქმიანობას ხელმძღვანელობს გამგეობის თავმჯდომარე,
    რომელიც ამავდროულად არის საზოგადოების თავმჯდომარე.
  4. გამგეობის წევრთა ვადის ამოწურვის შემდეგ, საზოგადოება ვალდებულია
    განაახლოს გამგეობის წევრთა მინიმუმ ოცდაათი პროცენტი;
  5. გამგეობის სხდომები იმართება საჭიროებისამებრ. მაგრამ არანაკლებ 6
    თვეში ერთხელ. სხდომა მოიწვევა საზოგადოების იურიდიულ მისამართზე,
    ან ნებისმიერ სხვა ადგილზე;
  6. როგორც რიგგარეშე, ისე მიმდინარე სხდომა მოიწვევა გამგეობის
    თავმჯდომარის მიერ. გამგეობის მორიგი ან რიგგარეშე სხდომა მოიწვევა
    სხდომის თარიღამდე არანაკლებ შვიდი დღით ადრე (გარდა იმ შემთხვევისა,
    როდესაც არსებული გარემოებების გათვალისწინებით, აუცილებელია
    გამგეობის სხდომის დაუყონებლივ ჩატარება), გამგეობის წევრებისთვის
    შეტყობინების მიწოდების გზით. შეტყობინების მიწოდება შესაძლებელია
    დაზღვეული წერილით, ტელეფონით, ელექტრონული ფოსტით, ფაქსით ან
    ინფორმაციის გადაცემის სხვა საშუალებით. შეტყობინებაში უნდა მიეთითოს
    სხდომის ჩატარების დრო, ადგილი და დღის წესრიგი.
  7. შეტყობინების მიღებიდან სამი დღის ვადაში გამგეობის წევრს შეუძლია
    ცვლილებები შეიტანოს დღის წესრიგში. თუ ამ ვადაში ცვლილებები არ იქნება
    შეტანილი, დღის წესრიგი მიღებულად ჩაითვლება. სხვა შემთხვევაში დღის
    წესრიგში ცვლილება შეიძლება შეტანილი ქნეს მხოლოდ გამგეობის სხდომაზე
    დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით.
  8. გამგეობის სხდომა გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება გამგეობის
    მინიმუმ 5 წევრი.
  9. გამგეობა გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების
    უბრალო უმრავლესობით. თითო წევრს აქვს თითო ხმა. ხმის მიცემისაგან
    თავის შეკავება დაუშვებელია. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში,
    უპირატესი ხმის უფლებით სარგებლობსგამგეობის თავმჯდომარე.
  10. სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელშიც აისახება სხდომაზე განხილული
    საკითხები და შესაბამისი გადაწყვეტილებები. ოქმს ხელს აწერს გამგეობის
    დამსწრე ყველა წევრი. სხდომაზე დამსწრე, განსხვავებული აზრის მქონე,
    გამგეობის წევრის შენიშვნები და მოსაზრებები წერილობითი სახით
    დაერთვის სხდომის ოქმს.
  11. გამგეობის წევრებს უფლება აქვთ გადაწყვეტილება მიიღონ სხდომის
    მოწვევის გარეშე, თუ დღის წესრიგით განსახილველ საკითხებთან
    დაკავშირებით ყველა წევრი ერთად ან ცალ-ცალკე გამოხატავს თანხმობას
    წერილობით, სატელეფონო ან კომუნიკაციის სხვა ტექნიკური საშუალებით.
  12. გამგეობის წევრები ვალდებულნი არიან საზოგადოების საქმეები
    წარმართონ კეთილსინდისიერად კანონმდებლობისა და ამ წესდების
    შესაბამისად.
  13. გამგეობა:
    13.1. განიხილავს და ამტკიცებს საზოგადოების საქმიანობის სტრატეგიულ
    მიმართულებებს, გეგმებს და მიზნობრივ პროგრამებს;
    13.2. იღებს გადაწყვეტილებას საზოგადოების კუთვნილი ქონების განკარგვის,
    შეძენის, გასხვისების და უფლებრივად დატვირთვის თაობაზე;
    13.3. ახორციელებს დამტკიცებული პროექტების მართვის მონიტორინგს;
    13.4. განიხილავს და ამტკიცებს ორგანიზაციის თავმჯდომარის მიერ
    მომზადებულ ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ;
    13.5. სარეკომენდაციო წერილით მიმართავს საზოგადოების იმ წევრს,
    რომლის საქმიანობაც ეწინააღმდეგება საზოგადოების მიზნებს ან რომელიც
    უხეშად არღვევს წესდებით მასზე დაკისრებულ მოვალეობებს;
    13.6. წყვეტს საზოგადოების სხვა ორგანიზაციებში წევრობის საკითხს.
    13.7. საზოგადოების გამგეობა ამტკიცებს საზოგადოების შინაგანაწესს,
    რომლითაც განისაზღვრება საზოგადოებაში დასაქმებულ პირთა შრომის
    ანაზღაურების წესი და პირობები.
    13.8. გამგეობის წევრი იმავდროულად შეიძლება იყოს საზოგადოების მიერ
    განსახორციელებელი პროექტის დირექტორი. აღნიშნული პროექტთან
    დაკავშირებული საკითხების განხილვაში იგი მონაწილეობას ვერ მიიღებს
    როგორც გამგეობის წევრი.
    13.9. გამგეობა თავისი შემადგენლობიდან, გამგეობის უფლებამოსილების
    ვადით (2 წლით) ირჩევს გამგეობის თავმჯდომარეს, რომელიც ამავდროულად
    არის საზოგადოების ხელმძღვანელი.
    13.10. საზოგადოების გამგეობის წევრები არიან:
  14. ანა არგანაშვილი
  15. ნანა გოჩიაშვილი
  16. კუკური კიღურაძე
  17. ანა ნაცვლიშვილი
  18. ანდრო დადიანი
  19. მაია ცირამუა
  20. ივანე ჩხიკვაძე

მუხლი 9
საზოგადოების ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა.

საზოგადოების თავმჯდომარე

  1. საზოგადოების ხელმძღვანელობას და წარმომადგენლობის
    უფლებამოსილებას ახორციელებს საზოგადოების თავმჯდომარე
    ერთპიროვნულად.
  2. საზოგადოების თავმჯდომარე:
    2.1. მოქმედებს საზოგადოების სახელით და წარმოადგენს მას მესამე
    პირებთან ურთიერთობაში;
    2.2. საზოგადოების სახელით დებს ხელშეკრულებებს, გარიგებებს,
    აწარმოებს მოლაპარაკებებს, გასცემს მინდობილობებს, იძენს და განკარგავს
    საზოგადოების ქონებას; საზოგადოების კუთვნილი ქონების უფლებრივად
    დატვირთვის ან გასხვისებისათვის აუცილებელია საზოგადოების გამგეობის
    წინასწარი თანხმობა;
    2.3. უშუალოდ ხელმძღვანელობს საზოგადოების მიმდინარე საქმიანობას,
    მართავს საზოგადოების ფინანსურ სახსრებს და სხვა მატერიალურ ქონებას;
    2.4. ხსნის და ხურავს ანგარიშებს საბანკო დაწესებულებებში, ეროვნულ და
    უცხოურ ვალუტაში;
    2.5. უზრუნველყოფს საზოგადოების საერთო კრების და გამგეობის
    გადაწყვეტილებების შესრულებას;
    2.6. წარუდგენს გამგეობას განხორციელებული საქმიანობის ანგარიშებს;
    2.7. ნიშნავს და ათავისუფლებს საზოგადოების თანამშრომლებს.
    გამგეობასთან შეთანხმებით ან/და შინაგანაწესის შესაბამისად განსაზღვრავს
    შრომის ანაზღაურების პირობებს, წყვეტს თანამშრომელთა წახალისების
    საკითხებს;
    2.8. გამგეობის მიერ მინიჭებული უფლებების ფარგლებში ახორციელებს
    სხვა საქმიანობას;
    2.9. თავმჯდომარეს უფლება არა აქვს ეწეოდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც
    ხელს უშლის წინამდებარე წესდებით გათვალისწინებულ მის
    უფლებამოსილებათა განხორციელებას ინტერესთა კონფლიქტის გამო;
    2.10. თავმჯდომარე ვალდებულია საზოგადოების საქმეებს უძღვებოდეს
    კეთილსინდისიერად.2.11. საზოგადოების თავჯდომარის უფლებამოსილების
    ვადაა 2 წელი. თავჯდომარის უფლებამოსილება გრძელდება ახალი
    თავჯდომარის არჩევამდე (საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო
    რეესტრის ეროვნულ სააგენტოში შესაბამისი ცვლილების
    განხორციელებამდე).
    2.12. საზოგადოების თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადაზე ადრე
    შეწყვეტა შესაძლებელია საკუთარი განცხადების საფუძველზე. საზოგადოების
    წესდების ან/და შინაგანაწესის უხეში დარღვევის შემთხვევაში, გამგეობის
    წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტლებით, შესაძლებელია მიღებულ იქნას
    გადაწყვეტილება საზოგადოების თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადაზე
    ადრე შეწყვეტის შესახებ.
    2.13. საზოგადოების თავმჯდომარე შეიძლება ახორციელებდეს კონკრეტული
    პროექტით განსაზღვრულ სამუშაოს. ამ შემთხვევაში, მასთან გაფორმებულ
    შრომით ხელშეკრულებას ხელს აწერს საზოგადოების გამგეობის რომელიმე
    წევრი.

მუხლი 10. აღმასრულებელი დირექტორი

  1. საზოგადოების თავჯდომარე, საჭიროების შემთხვევაში, მისი არჩევიდან 3
    თვის ვადაში თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს აღმასრულებელ
    დირექტორს. გადაწყვეტილებას იმის შესახებ ესაჭიროება თუ არა
    ორგანიზაციას აღმასრულებელი დირექტორი იღებს გამგეობა დამსწრეთა
    უმრავლესობით.
  2. აღმასრულებელი დირექტორის დანიშვნის შემთხვევაში მისი
    უფლებამოსილება წყდება საზოგადოების თავჯდომარის უფლებამოსილების
    ამოწურვასთან ერთად. საზოგადოების თავჯდომარის უფლებამოსილების
    ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, საზოგადოების ახალი თავჯდომარის
    არჩევამდე მის უფლებამოსილებას ახორციელებს აღმასრულებელი
    დირექტორი.
  3. აღმასრულებელი დირექტორი ახორციელებს საზოგადოების
    ხელმძღვანელობით და წარმომადგენლობით უფლებამოსილებას
    ერთპიროვნულად გარდა იმ უფლებამოსილებებისა, რომლებიც
    დაკავშირებულია ფინანსურ გარიგებებთან, საბანკო დაწესებულებებში
    საზოგადოების სახელით ანგარიშების გახსნასა და დახურვასთან, რომელიც
    წარმოადგენს საზოგადოების თავმჯდომარის პერსონალურ კომპეტენციას:4.
    საზოგადოების თავჯდომარე უფლებამოსილია აღმასრულებელი დირექტორი
    გაათავისუფლოს თანამდებობიდან ან/და შეუზღუდოს, შეუწყვიტოს
    ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, რაც
    დაუყოვნებლივ უნდა აისახოს საჯარო რეესტრში.
  4. აღმასრულებელი დირექტორის უფლებამოსილებასთან დაკავშირებული
    სხვა საკითხები განისაზღვრება საზოგადოების შინაგანაწესით.

მუხლის 11. საზოგადოების ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე
უფლებამოსილი პირები.

  1. საზოგადოების ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე
    უფლებამოსილი პირები არიან: საზოგადოების თავჯდომარე,
    ერთპიროვნულად; აღმასრულებელი დირექტორი, ერთპიროვნულად;
  2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი პირები უფლებამოსილებას
    ახორციელებენ ინდივიდუალურად/დამოუკიდებლად წესდების მე-10
    მუხლის დანაწესის გათვალისწინებით.

მუხლი 12
დროებითი კომისია

  1. საზოგადოების საერთო კრების, გამგეობის, თავმჯდომარის მიერ
    საზოგადოების წესდების დებულებების დაცვის, ფინანსური სახსრებისა და
    საზოგადოების ქონების საზოგადოების მიზნების შესაბამისად განკარგვის
    შემოწმებისა და ზედამხედველობის მიზნით, საერთო კრება, გამგეობა
    საზოგადოების თავმჯდომარე, ერთობლივად ან ცალ-ცალკე უფლებამოსილია
    შექმნას დროებითი კომისია. რომელიც დაკომპლექტდება პროფესიული
    ნიშნით შერჩეული სპეციალისტების/ექსპერტებისაგან. მომწვევი ორგანო/პირი
    უფლებამოსილია განსაზღვროს კომისიის მიზანი, მუშაობის ვადა და
    შემადგენლობა.
  2. კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს იმავდროულად საზოგადოების
    თანამშრომელი, გამგეობის წევრი, თავმჯდომარე ან აღმასრულებელი
    დირექტორი.
  3. კომისიის წევრი უფლებამოსილია დაესწროს მმართველი ორგანოების
    სხდომებს, გამოთქვას მოსაზრება განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით
    ხმის უფლების გარეშე. აღნიშნული უფლებამოსილება ასევე გულისხმობს
    წლიური ანგარიშის, წლიური ბალანსის, ინვენტარის აღრიცხვისა და სხვა
    ანგარიშების შესახებ მოსაზრებების გამოთქმასა ან/და დასკვნების შემუშავებას.
  4. კომისია, ანგარიშვალდებულია მომწვევი ორგანოს/პირის წინაშე. კომისიის
    მიერ მნიშვნელოვანი დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, საერთო
    კრება/გამგეობა უფლებამოსილია საკითხი განაწყვიტოს წევრთა სრული
    შემადგენლობის უმრავლესობით. აღმასრულებელი დირექტორის შემთხვევაში
    საზოგადოების თავმჯდომარე გადაწყვეტილებას იღებს ერთპირონულად.

მუხლი 13
საზოგადოების ლიკვიდაცია/რეორგანიზაცია

  1. საზოგადოების რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს
    კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  2. საზოგადოების ლიკვიდაცია ხორციელდება მიზნის მიღწევის შედეგად,
    სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს
    გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, გაკოტრებისას ან საქართველოს
    სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად.
  3. ლიკვიდაციის დროს უნდა დასრულდეს მიმდინარე საქმეები, დადგინდეს
    მოთხოვნები, დარჩენილი ქონება გამოიხატოს ფულში, დაკმაყოფილდნენ
    კრედიტორები და დარჩენილი ქონება გაუნაწილდეს უფლებამოსილ პირებს.
  4. წევრთა გადაწყვეტილება საზოგადოების ლიკვიდაციის პროცესის დაწყების
    შესახებ უნდა დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო
    (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. ლიკვიდაციის პროცესი
    დაწყებულად ითვლება მისი რეგისტრაციის მომენტიდან.
  5. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების მიღებაზე უფლებამოსილ
    პირებს განსაზღვრავენ საზოგადოების წევრები. საზოგადოების
    ლიკვიდაციისას ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუ:
    ა) გასხვისება ხელს უწყობს მის მიერ დასახული მიზნების განხორციელებას;
    ბ) ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს;
    გ) ქონება გადაეცემა სხვა არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს.
  6. აკრძალულია ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილება
    საზოგადოების დამფუძნებლებს, წევრებს, ხელმძღვანელობისა და
    წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს შორის.
  7. თუ საზოგადოების წევრებმა არ განსაზღვრეს ლიკვიდაციის შედეგად
    დარჩენილი ქონების მიღებაზე უფლებამოსილი პირი, სასამართლო
    საზოგადოების ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილ ქონებას გადასცემს
    შესაბამისად ერთ ან რამდენიმე არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ
    პირს, რომლებსაც აქვთ იგივე ან მსგავსი მიზნები, როგორიც ლიკვიდირებულ
    არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს. თუ ასეთი ორგანიზაციები
    არ არსებობს ან შეუძლებელია ასეთი ორგანიზაციების გამოვლენა, მაშინ
    შეიძლება მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება ამ ქონების სახელმწიფოსათვის
    გადაცემის შესახებ.
  8. ლიკვიდაციას ახორციელებს ხელმძღვანელობის უფლებამოსილების მქონე
    პირი ან კანონით დადგენილი წესით დანიშნული ლიკვიდატორი.
    ლიკვიდატორი პასუხს აგებს, როგორც ხელმძღვანელობისა და
    წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი.

მუხლი 14. დასკვნითი დებულებები

  1. წინამდებარე წესდება ძალაში შედის საერთო კრების წევრთა უმრავლესობის
    მიერ ხელის მოწერისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო
    რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირების შემდგომ.
  2. თუ ამ წესდების რომელიმე დებულება ბათილად იქნა ცნობილი, ეს
    გავლენას არ მოახდენს წესდების სხვა დებულებების ნამდვილობაზე.
  3. ამ წესდებასა და საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას შორის არსებული
    შეუსაბამობის შემთხვევაში მოქმედებს კანონმდებლობით
    გათვალისწინებული ნორმები.
  4. წესდებას გააჩნია უპირატესი მოქმედების ძალა საზოგადოების საქმიანობის
    მარეგულირებელ სხვა აქტებთან მიმართებით.