ანა არის ადამიანის უფლებების ადვოკატი და სასამართლოში იცავს ქალების, ბავშვების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებს.
მას იურიდიული განათლება მიღებული აქვს ტეხასის უნივერსიტეტსა (L.L.M) და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში (მაგისტრის და ბაკალავრის ხარისხი)
ანას აგრეთვე აკადემიური განათლება აქვს ფსიქოლოგიაში (მაგისტრის და ბაკალავრის ხარისხი) და ოკუპაციურ თერაპიაში (მაგისტრის და ბაკალავრის ხარისხი), ამსტერდამის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის (ჰოლანდიის), კაროლინსკას ინსტიტუტის (შვედეთი), ბრაიტონის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) და ილიას უნივერსიტეტიდან.
ანას სამუშაო გამოცდილება მოიცავს არასამთავრობო სექტორს: იგი 2013 წლიდან დღემდე მუშაობს ორგანიზაციაში „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“. 2018-2019 წლებში იყო ბავშვთა და ახალგაზრდობის კოალიციის ხელმძღვანელი. 2009-2013 წლებში კი იყო საქართველოს სახალხო დამცველის ბავშვთა უფლებების ცენტრის და გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
ანა არის გენდერული აუდიტის სერტიფიცირებული ფასილიტატორი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ. მიღებული აქვს Fulbright-ის, Edmund S. Muskie - ს და MD Anderson პროფესიული სტიპენდიები, რა დროსაც პროფესიული სტაჟირება სხვადასხვა საერთაშორისო და ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაციებში, აშშ-ში.
დღემდე ანა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას იკავებდა