გასულ კვირას PHR-მა გამოაქვეყნა განცხადება ქალი ფეხბურთელების შესახებ, რომლებმაც  მწვრთნელის მხრიდან განხორციელებული სექსუალური შევიწროებისა და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტზე სასამართლოს მიმართეს.

დღევანდელი მოცემულობით ფეხბურთის მწვრთნელს, პოლიტიკოსის შემდეგ, საქართველოს გენერალური პროკურატურის მოქმედი პროკურორი უჭერს მხარს. პროკურორმა აღნიშნულ საქმეზე ჯერ იურიდიული კონსულტაცია გასცა, შემდეგ კი მწვრთნელის მხარდასაჭერად საქმეში მოწმედ ჩაერთო და წარმოადგინა წერილობითი პოზიცია, რომელიც მიმართულია ქალი ფეხბურთელების, მათ შორის ბავშვების დისკრედიტაციისაკენ. აღსანიშნავია, რომ პროკურორმა  გამორიცხა სექსუალური შევიწროების ფაქტი ისე, რომ არ ჰქონია რაიმე სახის შემხებლობა მოსარჩელე ფეხბურთელებთან. ამასთანავე, განსახილველ საქმეზე სასამართლოს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება.

PHR-მა აღნიშნულ ფაქტზე შესაბამისი რეგირებისთვის მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატური გენერალურ ინსპექციას.

მიგვაჩნია, რომ მოქმედი პროკურორის მხრიდან მსგავსი ქმედება წარმოადგენს პროკურატურის მუშაკთა ეთიკის კოდექსის უხეშ დარღვევას, ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და ხელს უწყობს გენდერული სტერეოტიპების გამყარებას.

ორგანიზაცია აგრძელებს ქალი ფეხბურთელების სამართლებრივ დახმარებას.