არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ახორციელებს უსინათლო ქალის წარმომადგენლობას, რომელიც სამედიცინო დაწესებულებებში სრულფასოვნად ვერ სარგებლობს რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებით.

უსინათლო ქალები სამედიცინო სერვისის მიღების დროს აწყდებიან დაბრკოლებებს. სამედიცინო დოკუმენტაცია (დანიშნულება, დიაგნოზი, ცნობა ჯანმრთელობის მდგომაროების შესახებ ფორმა-100), რომელსაც სამედიცინო დაწესებულებები გასცემენ არ არის უსინათლო ქალებისთვის მისაწვდომ ფორმატში, გარდა ამისა, მათი გაცნობა პაციენტისთვის ხდება დოკუმენტის მატერიალური, ე.წ. ბრტყელი შრიფტით ნაბეჭდი სახით გადაცემით, რაც უსინათლო პაციენტებს არ აძლევს საშუალებას გაეცნონ დოკუმენტაციას.

აღნიშნული დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს უსინათლო ქალებს და უზღუდავს უფლებას, დამოუკიდებლად ისარგებლონ სამედიცინო სერვისებით, მიიღონ ინფორმაცია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, დაცული იყოს კონფიდენციალურობა და განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები. რაც განსაკუთრებულ პრობლემებს წარმოშობს სექსუალური და რეპროდუქციული უფლებებით რეალიზების დროს.

ორგანიზაციამ მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოთხოვნით, მოახდინოს  სამედიცინო მომსახურების დოკუმენტაციის წარმოების მარეგულირებელ აქტებში იმგვარი ცვლილებების შეტანა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებებს დაავალდებულებს სამედიცინო დოკუმენტაცია აწარმოოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის მისაწვდომ ფორმატში.

ორგანიზაციამ ასევე მიმართა სახალხო დამცველს და მოითხოვა სამინისტროს მიერ უსინათლო ქალის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა.

 

პროექტი ხორციელდება RFSU-ს (Swedish Association for Sexuality Education) ფინანსური მხარდაჭერით.