დღეს მისი აღმატებულება, ისრაელის ელჩი რან გიდორი PHR-ის აღმასრულებელ დირექტორს ანა არგანაშვილსა და ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ანა აბაშიძეს შეხვდა.

შეხვედრაზე მათ ისაუბრეს სხვადასხვა მიმდინარე აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ბავშვის უფლებები, ქალთა უფლებები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე, ლგბტი უფლებებზე და სხვა საკითხებზე.

სასიამოვნო იყო ანა აბაშიძესთან და ანა არგანაშვილთან შეხვედრა (პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის), და მათ მიერ გაწეული უმნიშვნელოვანესი სამუშაოს შესახებ საუბარი ქალთა უფლებების, ლგბტი უფლებების, ბავშვის უფლებებისა და შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირთა უფლებებთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე განვიხილეთ თანამშრომლობის სხვადასხვა შესაძლებლობები.  წერს ისრაელის ელჩი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.