PHR-მა პანდემიის პერიოდში ეა.-, სამსახურიდან უკანონო გათავისუფლების გამო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

.. დისკრიმინაციულ საფუძველზე უნივერსალური სამედიცინო ცენტრი-დან (ყოფილი ონკოლოგიური საავადმყოფო), ცენტრის დირექტორის ბრძანებით უკანონოდ გათავისუფლდა. 2020 წლის აპრილში, ..-, ფორსმაჟორულ სიტუაციაში, მისი მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების გამო სამსახურის დროებით დატოვება მოუწია. იმ დღის ჩატარებული ანალიზებით ცხადი იყო, რომ . .- მეუღლეს შესაძლოა სიცოცხლის  რამდენიმე საათი ან დღე ჰქონოდა დარჩენილი.  . ., როგორც მეუღლის ერთადერთი მომვლელი, ვალდებული იყო მკურნალი ექიმის მოთხოვნით ქმრის ჰოსპიტალიზაცია რამდენიმე საათში განეხორციელებინა. სამწუხაროდ, ჰოსპიტალიზაციიდან 3 კვირაში ..- მეუღლე გარდაიცვალა.

ონკოლოგიურმა საავადმყოფომ ..- საავადმყოფოს დატოვების გამო სასტიკი საყვედური გამოუცხადა. მეუღლის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში კი, სამსახურიდან გაათავისუფლა არასაპატიო მიზეზით სამსახურის გაცდენის და შემცვლელის მოსვლამდე მორიგეობის დატოვების გამო.

როგორც PHR-ის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, ..-, უმძიმესი ემოციური სტრესის ვითარებაში, მორიგეობის დატოვებამდე განახორციელა 22 სატელეფონო ზარი საავადმყოფოს მენეჯმენტთან. იგი ითხოვდა დახმარებას შემცვლელის მოძებნაში და მის დროულად გაშვებას მეუღლის ჰოსპიტალიზაციის უზრუნველსაყოფად. საავადმყოფოს მენეჯმენტის გულგრილი დამოკიდებულების მიუხედავად, მან მოახერხა, კოლეგების დახმარებით შემცვლელის პოვნა და მხოლოდ შემდეგ დატოვა სამსახური. მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის მიუხედავად, ..- გამოიჩინა მაღალპროფესიული პასუხისმგებლობა და არ დატოვა სამუშაო ადგილი, სანამ არ დარწმუნდა რომ მისი შემცვლელი ნამდვილად შეძლებდა სამუშაო ადგილზე გამოცხადებას.  ..- საავადმყოფოს დატოვებამდე საავადმყოფოს დირექტორს სთხოვა შემდეგი დღიდან მისი შვებულებაში გაშვება მეუღლის მოსავლელად. დირექტორმა მოკლედ უპასუხა პანდემიის დროს რა დროს დასვენებაა.

საავადმყოფოს მენეჯმენტის მხრიდან ..- გათავისუფლება იმის გამო რომ მან ვერ მიატოვა სისხლის დაკარგვის საფრთხის წინაშე მყოფი მეუღლე და მას, რამდენიმე დღით სიცოცხლე შეუნარჩუნა დროული ჰოსპიტალიზაციით, იწვევს საავადმყოფოს სამართლებრივ და მორალურ პასუხისმგებლობას. საავადმყოფომ არ გაითვალისწინა ..- ბოლო სამი წლის უწყვეტი მზრუნველობა მეუღლის ჯანმრთელობაზე, რომელიც მოითხოვდა პერმანენტულ ღამის თევას. პარალელურად, .., როგორც პანდემიის დროს, მოქალაქეთა დაცვის წინა ხაზზე დასაქმებული ექიმი (essential worker), მუშაობდა როგორც თბილისში ისე, მარნეულში, და COVID-19-ის რისკის ქვეშ ადამიანების სიცოცხლეს იცავდა.

საქართველოში ქალთა სრული უმრავლესობა ჩართულია ოჯახის წევრების და ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ახლობლების მოვლაში, რაც ხშირად უგულებელყოფილია დამსაქმებლების მხრიდან. ქალებს, ..- მსგავსად, უწევთ ხშირად ავადმყოფის ერთადერთ მომვლელად ყოფნა საავადმყოფოში, უმძიმესი ემოციური სტრესის მარტო გადატანა და გამკლავება ფინანსურ თუ ფსიქოლოგიურ წნეხთან ერთად. ყოველივე ამას კი მოჰყვება მათი სამსახურიდან გათავისუფლება. აღნიშნული ქმედება გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაა რაც არაპროპორციულად მხოლოდ ქალებს აზიანებს ვინაიდან, უმეტესად სწორედ ქალები ეწევიან არაფორმალურ შრომას, რომელიც არ ანაზღაურდება და არ ფასდება დამსაქმებლების მხრიდან. ქალთა უფლებების დისკრიმინაციული დარღვევა  ოჯახური პასუხისმგებლობების გამო, წარმოადგენს ადამიანის უფლებების საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის დარღვევას. გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენცია, ევროპის სოციალური ქარტია და შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, ყველა ერთხმად იცავს და აღიარებს ოჯახური ვალდებულებების მქონე დასაქმებულ ქალთა შრომის უფლების დაცვის ვალდებულებას სახელმწიფოს მხრიდან.

PHR- მუდმივად დაიცავს ქალთა და ყველა ჩაგრულ პირთა უფლებებს. განსაკუთრებით კი პანდემიის დროს გამოვლენილ უსამართლობას კერძო თუ საჯარო დაწესებულებების მხრიდან.