6 წლის აუტისტური სპექტრის მქონე ელენე, დედასთან ერთად, საქართველოში 5 აგვისტოს დაბრუნდა. საერთო წესის მიხედვით, დედა-შვილი საკარანტინე ზონაში მოათავსეს.

თუმცა იელენეს სხვა ბავშვებისგან განსხვავებული საჭიროებები აქვს: აუტისტური სპექტრის დიაგნოზთან ერთად, მას აქვს ქცევის აშლილობა და ფსიქიკური ჯანმრთელობის დიაგნოზი. ელენე ვერ ჩერდება დახურულ სივრცეში, წყვეტს გარემოსთან კონტაქტს, იკეტება, თანდათან შეუძლებელი ხდება მისი შეკავება და ერთ სივრცეში გამოკეტვა. სწორედ ამიტომ, დაბადებიდანვე ყოველ დღე იგი დედას გაჰყავს  გარეთ სასეირნოდ.  სეირნობას მისთვის თერაპიული ეფექტი აქვს. ბავშვს ასევე აქვს კვებასთან დაკავშირებული პრობლემები, კერძოდ არ ჭამს რძის პროდუქტს და მისთვის აუცილებელია ყოველდღე ხორციანი და წვნიანი საკვების მიღება.

მიუხედავად იმისა, რომ კარანტინის სასტუმროს ნომერს, რომელიც მეოთხე სართულზეა, აქვს დიდი აივანი,


მან ვერ ჩაანაცვლა ელენეს სეირნობის მოთხოვნილება. დედამ საქართველოში ჩამოსვლამდე შეატყობინა კარანტინის მმართველ სსიპ- (საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი) რომ მას არ ჰქონდა თვითიზოლაციის საშუალება და კარანტინის პირობებში ითხოვა ბავშვისთვის, შესაბამისი პირობების დაცვით, დღეში ერთხელ, გარეთ სეირნობის ნება დაერთოთ. მმართველმა სსიპ-მა დედის ეს თხოვნა არ გაითვალისწინა. ელენეს შეზღუდული აქვს გარეთ გასვლა. დედა შიშით ელოდება ელენეს ქცევითი პრობლემის ყოველ საათობრივ გამწვავებას და ცდილობს დაიცვას ბავშვი თვითდაზიანებისგან. ბავშვმა, ეზოში სასეირნოდ გასვლის მიზნით, ორჯერ  სცადა აივნიდან გადახტომა.

სახელწიფო ორგანოს მხრიდან ელენეს საჭიროებების გათვალისწინებაზე უარის მიღების შემდეგ, ელენეს ადვოკატებმა PHR-დან დახმარებისთვის თბილისის საქალაქოს სასამართლოს მიმართეს.

ადვოკატები მოითხოვეს, დაუყოვნებლივ მოხდეს ბავშვის განსხვავებული საჭიროებების დაკმაყოფილება ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, ეროვნული და ბავშვთა უფლებების საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად.

PHR ელენეს საქმის შესახებ საქმის კურსში გამყოფებთ.