ორგანიზაციამ "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" შშმ პირთა თემში ცნობიერების ამაღლების შეხვედრები დაიწყო.

მიმდინარე თვეში PHR-მა თბილისში, ქუთაისსა და გურჯაანში ოთხი საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა:

·         შშმ პირთა უფლებები დაკავებისა და დაპატიმრების პროცესში;

·         ადვოკატთან წვდომის უზრუნველყოფა და სამართლებრივი დახმარების მიღების გზები;

·         საჭირო სერვისებით უზრუნველყოფის ვალდებულება;

·         უფლებების დარღვევის შემთხვევაში რეაგირების მექანიზმები.

2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში საპროტესტო აქციებზე დაკავებულ ასობით მოქალაქეს შორის იყვნენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, რომლებიც მათი სტატუსის გამო, დამატებით უფლებების დარღვევას დაექვემდებარნენ. აქციაზე მყოფი შშმ პირები გახდნენ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის, არასათანადო მოპყრობისა და ადეკვატური მხარდაჭერის ნაკლებობის მსხვერპლი.

ზემოთაღნიშნული მოვლენების ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა შშმ პირების ინფორმირება მათი უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ, რომლებიც მათ დაკავებისა თუ დაპატიმრების შემთხვევაში აქვთ. აღნიშნულ თემაზე შეხვედრებს PHR მომავალი წლის განმავლობაშიც ჩაატარებს, შშმ პირების, მათი ოჯახების წევრებისა და მხარდაჭერებისთვის საჭირო და ადეკვატური ინფორმაციის მიწოდების მიზნით.

შეხვედრები გაიმართა RFSU-ს (Swedish Association for Sexuality Education)  მხარდაჭერით.