2021 წლიდან ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მუშაობს ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი და ამჟამინდელი აღსაზრდელების უფლებების დასაცავად. ნინოწმინდის საქმეზე ორგანიზაციის მიერ განხორციელებული სამართლებრივი ზომების თაობაზე სრული ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ აქ.

2021 წელს ნინოწმინდის პანსიონის აღსაზრდელების დაცვის მიზნით, ორგანიზაციამ გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს მიმართა. 2024 წელს კომიტეტმა გადაწყვეტილება მიიღო და ორგანიზაციის მიერ გაგზავნილი მტკიცებულებების საფუძველზე დაადგინა, რომ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვები ექვემდებარებოდნენ ძალადობის უმძიმეს ფორმებს.

გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს ბავშვების სასარგებლოდ მთელი რიგი ღონისძიებების გატარება დაავალა,  მათ შორის:

·         ◾ ბავშვებისთვის ადეკვატური, დროული კომპენსაცია და  რეაბილიტაცია;

·         ◾ სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვების მდგომარეობის ხელახალი შეფასება;

·         ◾ სისხლის სამართლის საქმის დამოუკიდებელი, ეფექტური და სწრაფი გამოძიება;

·         ◾ მიღებულ ღონისძიებებში ბავშვების ჩართვა და მათთან კოორდინაცია;

·      ◾ ნინოწმინდაში მომხდარები ძალადობრივი ქმედებების თავიდან არიდება ნებისმიერ კერძო და საჯარო დაწესებულებებში;

·        ◾ ბავშვზე ორიენტირებული საჩივრების ეფექტური სისტემის შექმნა;

·         ◾ ბავშვებისთვის დროული იურიდიული დახმარების მისაწვდომობა;

·         ◾ სიღრმისეული გამოძიების ჩატარება ბავშვთა უფლებების დარღვევებზე;

·         ◾ სახელმწიფოს მიერ საჯარო ბოდიშის მოხდა ძალადობაგამოვლილ ბავშვებს.

გაეროს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გაჭიანურდა ორგანიზაციის იურისტების შეხვედრა ყოფილ აღსაზრდელებთან.  აღნიშნულის შესაძლებლობა მოგვეცა მხოლოდ 2024 წლის ოქტომბრის თვეში.

აღსაზრდელების ნაწილმა უარი განაცხადა ინდივიდუალური გასაჩივრების შესაძლებლობის გამოყენებაზე. ზოგიერთმა მათგანმა, თავდაპირველად მზაობა გამოხატა, მაგრამ მიუხედავად ამისა, რამდენიმე დღეში მათ კომპენსაციის მიღებაზე უარი განაცხადეს.

ორგანიზაციის შეფასებით, აღნიშნული გამოწვეულია მათთვის სათანადო სერვისების დეფიციტით და სახელმწიფოს მხრიდან მიღებული ინფორმაციის სიმწირით.  გაეროს გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით, ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ კომპენსაცია უნდა მიიღოს ყველა იმ აღსაზრდელმა, ვის მიმართაც გადაწყვეტილება ვრცელდება.  ამ მოთხოვნით, ორგანიზაციამ უკვე მიმართა „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს“, რათა რელევანტურ უწყებებთან კოორდინაციით, გადაწყვეტილებაში მითითებულ ყველა ბავშვს მიეცეს კომპენსაცია.

რაც შეეხება, იმ ყოფილ აღსაზრდელებს, რომლებმაც გამოთქვეს კომპენსაციის მიღების სურვილი, PHR-მა მათი უფლებების დასაცავად სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში წარადგინა.

ამასთან, PHR აგრძელებს იმ ყოფილი აღსაზრდელების უფლებების დაცვას, ვის მიმართაც არ გავრცელდა გაეროს გადაწყვეტილება, თუმცა იყვნენ ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი პანსიონში ყოფნის დროს.

სამართლებრივი მხარდაჭერა ხორციელდება USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით.