ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ. ჩვენი მიზანია ყველა შიდა და საერთაშორისო მექანიზმის გამოყენება მისი მოქმედების შესაფერხებლად, კანონის უპირობო გაუქმებამდე.
სარჩელი, რომელსაც "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" შეუერთდა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენად მზადდება. ყველა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციას, რომელზეც ვრცელდება აღნიშნული კანონი, აქვს შესაძლებლობა ამ ბრძოლის მონაწილე გახდეს და შემოგვიერთდეს.
ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ!