2024 წლის 27 თებერვალს, გაიმართა შეხვედრა N69 საჯარო სკოლის მასწავლებლებთან. შეხვედრაზე განხილული იქნა ბავშვის ძალადობისგან დაცვის და განათლების უფლების მნიშვნელობა. სკოლის როლი ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის და შესაძლო დანაშაულის ადრეული იდენტიფიცირების კუთხით. შეხვედრას ესწრებდა დაახლოებით 25 მასწავლებელი.
შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა, რა დროსაც განხილული იყო ის გამოწვევები და ბარიერები, რაც სახელმწიფოს მიერ ბავშვის ძალადობისგან დაცვის ეფექტური მექანიზმების არარსებობას უკავშირდება.
PHR განაგრძობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით სხვადასხვა აქტიოვებებს.
შეხვედრები გაიმართა RFSU-ს (Swedish Association for Sexuality Education) მხარდაჭერით.