2024 წლის 15 თებერვალს, PHR-ის ადვოკატმა, თამარ კაპანაძემ ქალაქ თბილისის 202 საჯარო სკოლაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლებთან შეხვედრა ჩაატარა და მათ სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის (შემდეგში - სრჯ) უფლებებზე ესაუბრა.
შეხვედრის მიმდინარეობისას PHR-ის ადვოკატმა, თამარ კაპანაძემ მშობლებს გააცნო რას გულისხმობს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის არსი და მნიშვნელობა. შეხვედრაზე მიმოხილული იქნა, სექსუალური შევიწროვებისა და სქესობრივი დანაშაულების პრევენციის მექანიზმები, სექსუალური განათლების მნიშვნელობა ძალადობისგან დაცვის მიზნით. შეხვედრაზე ისაუბრეს მშობლების როლზე მსგავსი შემთხვევების დროული იდენტიფიცირებისა და არასრულწლოვანთა მხარდაჭერის კუთხით.
შეხვედრას ათამდე მშობელი ესწრებოდა. მონაწილეებს ჰქონდათ კითხვები და შეხვედრა მიმდინარეობდა ინტერაქციულ რეჟიმში. მონაწილეებმა ინტერესი გამოხატეს წარმატებული საქმეების მიმართ, ადვოკატმა მათ გაუზიარა გამოწვევები, რასაც თავიანთ პრაქტიკაში აწყდებიან. ასევე, მონაწილეებმა გამოხატეს მზადყოფნა კვლავ მიიღონ მონაწილეობა მსგავს შეხვედრებში რათა აიმაღლონ ცოდნა სრჯ უფლებების შესახებ.
PHR განაგრძობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებებზე ცნობიერების ამაღლებას და მუშაობას.
შეხვედრები მიმდინარეობს RFSU-ს (Swedish Association for Sexuality Education) მხარდაჭერით.