პროექტის დასახელება: გაეროს ერთობლივი პროგრამა გედერული თანასწორობისთვის საქართველოში -UN Joint Programme for Gender Equality in Georgia (UNJP4GE), რომელიც ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.

პოზიციის სახელწოდება: ადვოკატირების ექსპერტი

კონტრაქტის ხანგრძლივობა: 2 თვე

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 15 სექტემბერი

 

პროექტის შესახებ

პროექტის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები, ძალადობის მსხვერპლი ქალები და გოგოები, ლბტქ+ ადამიანები. პროექტი მიზნად ისახავს სამიზნე ჯგუფებისთვის მართლმსაჯულების მისაწვდომობის უზრუნველყოფას სტრატეგიული სამართალწარმოებით და ცნობიერების ამაღლების აქტივობებით.

ადვოკატირების ექსპერტის მიერ მომზადებული გეგმა მიზნად უნდა ისახავდეს პროექტის სამიზნე ჯგუფებთან კომუნიკაციის დამყარებასა და შემდეგ მათ აქტიურ ჩართვას პროექტის აქტივობებში.

ექსპერტის პასუხისმგებლობები:

  • სამიზნე ჯგუფებზე დაფუძნებით ადვოკატირების გეგმის მომზადება;
  • ადვოკატირების გეგმის შემუშავების პროცესში სამიზნე ჯგუფის წარმომადგენელ ქალებთან შეხვედრების გამართვა [შეხვედრების რაოდენობა განისაზღვრება საჭიროებებიდან გამომდინარე].
  • ექსპერტი შეისწავლის, სამიზნე ჯგუფის საჭიროებებს, რათა ადვოკატირების გეგმის გაწერა მოხდეს მაქსიმალურად მათი საჭიროებებიდან გამომდინარე.
  • ექსპერტი დაადგენს, რა რესურსები არსებობს ან უნდა არსებობდეს ადვოკატირების გეგმის ეფექტურად შესასრულებლად და არსებულ ბარიერებთან გასამკლავებლად.

 

ექსპერტის მიერ ჩასაბარებელი პროდუქტები

  • პროექტის სამიზნე ჯგუფის ადვოკატირების გეგმა;
  • სამიზნე ჯგუფების საჭიროებების დადგენა მართლმსაჯულების მისაწვდომობასთან დაკავშირებით;
  • კომუნიკაციის არხების განსაზღვრა ადვოკატირების გეგმის ეფექტიანი შესრულებისათვის

 

კომპეტენციები

  • ექსპერტს უნდა ჰქონდეს კომპეტენცია საჭიროებების გამოვლენისა და ადვოკატირების გეგმის წერის კუთხით.
  • ექსპერტი უნდა ადვოკატირების გეგმის წერის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
  • ექსპერტი უნდა ჰქონდეს ინფორმაცია პროექტის მიერ განსაზღვრული სამიზნე ჯგუფების შესახებ საბაზისო ინფორმაცია და მათთა მუშაობის გამოცდილება.  
  • ექსპერტს უნდა ფლობდეს ადვოკატირების ინსტრუმენტებს და იცნობდეს მათ ეფექტურ გავრცელებას.
  • ექსპერტს უნდა გააჩნდეს გუნდში მუშაობის, კომუნიკაციის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, პროფესიულ ლიტერატურასთან მუშაობის, კვლევების ჩატარების და თანამშრომლობის პოზიტიური გამოცდილება.

 

განათლება

ექსპერტს უნდა ჰქონდეს ადეკვატური საუნივერსიტეტო განათლება, სამართლის, სოციოლოგიის თუ პოლიტიკური მეცნიერების მიმართულებით ან მომიჯნავე დარგებში.

მოთხოვნილი ინფორმაცია

კანდიდატმა მითითებულ მისამართზე უნდა გამოაგზავნოს შემდეგი ინფორმაცია:

  1. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი
  2. რეზიუმე
  3. 2 რეკომენდატორის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია
  4. წარსულში განხორციელებული ადვოკატირების გეგმის შესახებ ინფორმაცია.

ექსპერტი იმუშავებს ორგანიზაციებთან „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მჭიდრო მხარდაჭერით.

ჩატარებული სამუშაოს ანაზღაურება შეადგენს $1900- ის ექვივალენტს ლარში (გადასახადების ჩათვლით). 

გთხოვთ აპლიკაცია აღნიშნულ ვაკანსიაზე გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: projects.phr@gmail.com სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.