გასულ კვირას PHR-ის ყველა თანამშრომელმა "CTC კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის" ტრენრებთან ერთად განვითარების პროექტის მართვისა და ბიუჯეტის დაგეგმვის 4 დღიანი ტრენინგი გაიარა.
ორგანიზაციის თანამშრომლებმა ტრენინგზე განვითარების პროექტის მართვისა და ბიუჯეტის დაგეგმვის როგორც თეორიული, ასევე ცოცხალ მაგალითებზე დაფუძნებული პრაქტიკული საკითხები შეისწავლეს. მათ შორის:
- განვითარების პროექტის განმარტება და სასიცოცხლო ციკლი;
- სიტუაციის ანალიზის მეთოდები;
- პროექტის სტრატეგიის (ცვლილებათა თეორიის) ფორმულირება - ფორმირება;
- ლოგიკური ჩარჩო (შედეგების ჯაჭვი);
- რისკის ანალიზი და დაშვებათა ფორმულირება;
- რა უნდა გავითვალისწინოთ ბიუჯეტის დაგეგმვისას
- რა უნდა გავითვალისწინოთ ბიუჯეტის მართვისას
და სხვა მნიშნელოვანი საკითები.
ტრენინგი ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა. მონაწილეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია. ტრენინგის შედეგად ორგანიზაციის თანამშრომლებმა მიიღეს ის პრაქტიკული ცოდნა, რომელიც დამოუკიდებლად, პროფესიის მიუხედავად დაეხმარებათ განვითარების პროექტის მართვასა და ბიუჯეტის დაგეგმარებაში.
პროექტი "COVID-19: სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობა და მდგრადობა" არის 48-თვიანი პროექტი, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის (EU) მიერ და ხორციელდება ERIM (ყოფილი IREX Europe) და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის (HRHT) მიერ.
პროექტის მთავარი მიზანი არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობის და მდგრადობის ხელშეწყობა, რაც მათ საშუალებას მისცემს შეამსუბუქონ COVID-19- ის უშუალო და გრძელვადიანი გავლენა.