„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის - PHR“ ფონდების მოძიების სპეციალისტს (ფანდრაიზერს) ეძებს!
სამუშაო განაკვეთი: არასრული
მოვალეობები/ფუნქციები:
- პოტენციური დონორების იდენტიფიცირება;
- დონორ ორგანიზაციებთან კომუნიკაცია;
- დონორებთან და პოტენციურ დონორებთან გრძელვადიან თანამშრომლობაზე ორიენტირებული კომუნიკაცია;
- საპროექტო განაცხადებზე/იდეებზე მუშაობა;
- საგრანტო კონკურსების მუდმივი მონიტორინგი და დონორთა ბაზების შექმნა-მართვა;
- რესურსების მობილიზაციის კუთხით ორგანიზაციის მხარდაჭერა;
- ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან ერთად საპროექტო განაცხადების ფორმულირება;
- ფინანსური მენეჯერის დახმარებით საპროექტო განაცხადების ბიუჯეტის მომზადება
კანდიდატის
კვალიფიკაცია:
· არასამთავრობო სექტორში
მუშაობის გამოცდილება
· საპროექტო განაცხადებზე
მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
განათლება:
- უმაღლესი (მაგისტრის ხარისხის მქონე კანდიდატებს მიენიჭებათ უპირატესობა);
- განათლების სფერო: სოციალური/პოლიტიკური მეცნიერებები (ადამიანის უფლებები/გენდერის კვლევები); ბიზნეს ადმინისტრაცია/მართვა
კანდიდატის
ცოდნა და კომპეტენციები:
- ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
- საპროექტო განაცხადზე მუშაობის პრინციპების და ტექნიკების ცოდნა;
- დაგეგმვის/ორგანიზების უნარები.
ანაზღაურება
განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილების მიხედვით.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ან CV და სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 300 სიტყვა) ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: projects.phr@gmail.com
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
განცხადებების
მიღება წარმოებს 2022 წლის 29 აპრილის 23:59-მდე.
გთხოვთ,
სათაურის ველში მიუთითოთ „ფონდების მოძიების სპეციალისტი“