„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის - PHR“-ში პროექტების კოორდინატორს ვეძებთ!
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება გადასახადების ჩათვლით: 1700 ლარი
პროექტიის კოორდინატორის მოვალეობები/ფუნქციები:
- პროექტის მსვლელობის მონიტორინგი;
- პროექტში ჩართულ ყველა ორგანოსთან ეფექტიანი კომუნიკაცია;
- პროექტით გათვალისწინებული აქტივობების დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა;
- პროექტის ბიუჯეტის ხარჯვის კონტროლი;
- პროექტის რისკების მართვა;
- პროექტის შესრულების ანგარიშების მომზადება;
კანდიდატის
კვალიფიკაცია
· პროექტების კოორდინატორად
მუშაობის გამოცდილება
· არასამთავრობო სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
განათლება:
- უმაღლესი განათლება (შესაძლებელია იყოს დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც);
- ქართული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა.
კანდიდატის
უნარები და კომპეტენციები:
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვა;
- კომუნიკაციის უნარები;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- საპროექტო განაცხადზე მუშაობის პრინციპების და ტექნიკების ცოდნა;
- დაგეგმვის/ორგანიზების უნარები
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ან CV და სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 300 სიტყვა) ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: projects.phr@gmail.com
განცხადებების მიღება წარმოებს 2022 წლის 29 აპრილამდე.
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
გთხოვთ,
სათაურის ველში მიუთითოთ „პროექტების კოორდინატორი“.