2020 წლის 7 ივნისს, “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისსაბჭომ, PHR-ის განცხადება განიხალა, რომელიც, 24 მაისს, ტელეკომპანიამთავარი“- ეთერში გასული გადაცემისმთავარი აქცენტებიწამყვანის, ნიკა გვარამიას მონოლოგის შინაარსს ეხებოდა.

აღნიშნულ  მონოლოგში ნიკა გვარამიამ უტყუარი ფორმით გადმოსცა შემდეგი არასწორი ინფორმაცია:

  • ბასილაშვილს მოვუწოდებ რომ ილაპარაკოს ღიად. რის დაფარვაში უხდიდა ცოლს 100 ათას ლარს თვეში;
  • როგორ აშანტაჟებდა ის (ნელი დოროყაშვილი) ნიკოლოზ ბასილაშვილის;
  • არსებობდა წერილობითი ხელშეკრულება ინფორმაციის გაუთქმელობის ამ კონკრეტულ თანხად;
  • რის გამხელას ემუქრებოდა ის (ნელი დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილს) ამ 100 ათას ლარად თვეში.

PHR- მიაჩნდა, რომ ნიკა გვარამიამ დაარღვია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპები, რის მიხედვითაც:

ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.

აღნიშნული პრინციპის განმარტების თანახმად, უნდა ჩანდეს ჟურნალისტის მცდელობა, რომ მან საზოგადოების მიმართ გამოიჩინა პატივისცემა და ბოლომდე გადაამოწმა ფაქტები, რათა გამოექვეყნებინა სიმართლე და ზუსტი ინფორმაცია. ზუსტ ინფორმაციად, შეთანხმების თანახმად, ჩაითვლება ორ წყაროსთან გადამოწმებული ინფორმაცია, რომელშიც იდენტიფიცირებულია ადამიანი, ადგილი, მოვლენავისაც და რასაც ეხება ინფორმაცია.“

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს მიერ, 8 ივნისს მიღებული გადაწყვეტილებით, დასტურდება, რომ ნიკა გვარამიამ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია და მაყურებელს ზემოაღნიშნული არაზუსტი ინფორმაცია მიაწოდა.

PHR- აგრძელებს ნელი დოროყაშვილის და მისი არასრულწლოვანი შვილის ინტერესების დაცვას.