2021 წლის 7-11 ივნისს ქუთაისსა და
ბათუმში PHR-ის ინიციატივით ჩატარდა ტრენინგები
იურისტებთან, ექიმებთან
და ფსიქოლოგებთან თემაზე შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე ქალების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებები.
ტრენერებმა განიხილეს რას მოიცავს სექსუალური
და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლება, რა დამატებით სირთულეებს აწყდებიან შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე ქალები აღნიშნული უფლებებით სარგებლობისას, რა ვალდებულებები აქვს
სახელმწიფოს ნაკისრი, როგორც საერთაშორისო ხელშეკრულებებით, ასევე საქართველოს კანონით
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების“ შესახებ.
ტრენინგებზე ასევე მიმოხილული იქნა
სახალხო დამცველის ანგარიშები და სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლების
დარღვევები, სხვადასხვა უწყებისა თუ დაწესებულების მხრიდან შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე ქალთა მიმართ.
შეხვედრების დროს, აქცენტი გაკეთდა
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ არსებული სტერეოტიპულ დამოკიდებულებაზე,
დაბრკოლებებზე რასაც ფიზიკური, ინსტიტუციური და სოციალური ბარიერების გათვალისწინებით
აწყდებიან. ტრენინგი ინფორმაციული იყო როგორც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის,
ასევე იურისტებისთვისაც.
შეხვედრები ინტერაქტიული ხასიათის იყო, ტრენინგის მონაწილეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს განსახილველი საკითხების მიმართ. შეხვედრების დროს, განსაკუთრებით გამოიკვეთა დღის ცენტრებში საინფორმაციო ვიზიტებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მშობლებისთვის ცნობიერების ამაღლების საჭიროება.
ტრენინგები ჩატარდა პროექტის “Supporting Women with Disabilities in
Being, doing and becoming independent” ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება
RFSU-ს (Swedish Association for Sexuality Education) ფინანსური მხარდაჭერით.