დედამ, რომელიც უცხოეთიდან დაბრუნების შემდეგ საკარანტინე ზონაში 3 მცირეწლოვან შვილთან ერთად არანებაყოფლობით
იმყოფებოდა დახმარების თხოვნით PHR-ს მიმართა. მანამდე, იგი უშედეგოდ ელოდა სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან თვითიზოლაციის განცხადებაზე რეაგირებას, რომელიც სამწუხაროდ არაერთი დღით დაგვიანდა.
მცირეწლოვანი ბავშვების დედის განცხადებით
საკარანტინე ზონაში ბავშვებისთვის შეუფერებელი პირობებია. ბავშვებს განსაკუთრებით უჭირთ უკიდურესად პატარა და უცხო სივრცეში, საკუთარი სახლისგან და ნივთებისგან
დაშორებით, იზოლაციაში დარჩენა. ეს ყოველივე რთულდება არაადეკვატური კვებით. უცხო სივრცეში კარანტინში ყოფნა აგრეთვე იწვევს ბავშვებისთვის ემოციური პრობლემების გაჩენას.
ჩვენი ორგანიზაციის
იურისტებმა შეისწავლეს საქმე და დაიწყეს სამართლებრივი პროცედურების განხორციელება. ამავე დროს, ჩვენს მიერ საჯაროდ გავრცელდა აღნიშნული ინფორმაცია, რასაც საბოლოოდ პოზიტიური შედეგი მოჰყვა და ოჯახი ინფორმაციის გავრცელების დღესვე გადავიდა თვითიზოლაციაში.
აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი დღით ადრე, PHR-ის ადვოკატების
მიმართვით, თბილისის საქალაქო სასამართლომ იმსჯელა ანალოგიურ საკითხზე და პირველი პრეცედენტი შექმნა მცირეწლოვანი ბავშვის საკარანტინე ზონიდან თვითიზოლაციაში გადაყვანაზე, რათა დაცული ყოფილიყო ბავშვის საუკეთესო ინტერესი.
გვსურს აღვნიშნოთ რომ სახელწიფოს მხრიდან 3 ბავშვიანი ოჯახის თვითიზოლაციაში გადაყვანა იყო სწორი გადაწყვეტილება. იმედი გვაქვს, სხვა შემთხვევებში სახელმწიფოს რეაგირება აღარ იქნება დაგვიანებული და დაუყოვნებლივ,
საკუთარი ინიციატივით შეისწავლის თითოეული ბავშვის საჭიროებებს და იმოქმედებს ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად.
სამართლებრივი მხარდაჭერა ხორციელდება პროექტ “ბავშვთა მართლმსაჯულების უფლების გაძლიერება საქართველოში” ფარგლებში USAID/PROLoG-ის ფინანსური მხარდაჭერით.