დღეს PHR-ს სამართლებრივი დახმარებისთვის საკარანტინე ზონაში მყოფმა კიდევ ერთმა მცირეწლოვანი ბავშვის დედამ მიმართა.
ქალი, მისი 3 წლისა და 3 თვის შვილი და შეზღუდული შესაძლებლობის პირის სტატუსის მქონე დედა მიუხედავად წინასწარ მოთხოვნილი თვითიზოლაციისა, საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ საკარანტინო ზონაში მოათავსეს.
„მიუხედავად იმისა, რომ 1 კვირით ადრე გადმოვგზავნეთ შევსებული საბუთები და მოვითხოვეთ თვითიზოლაცია, 3 თვის და 3 წლის შვილთან და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე დედასთან ერთად მაინც საკარანტინო ზონაში გადმოგვიყვანეს“ – აცხადებს ქალი. “სახლში გვაქვს ყველა პირობა რომ დაცული იყოს ბავშვისა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე დედის ინტერესები, მიუხედავად ამისა არანაირი რეაგირება არ ხდება.“
PHR-მა დაიწყო სამართლებრივი პროცედურების წარმოება. იმედი გვაქვს რომ სახელმწიფო იმოქმედებს დროულად და ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად.
სამართლებრივი მხარდაჭერა ხორციელდება პროექტ “ბავშვთა მართლმსაჯულების უფლების გაძლიერება საქართველოში” ფარგლებში USAID/PROLoG-ის ფინანსური მხარდაჭერით.