გასულ კვირას, PHR-ს, სამართლებრივი დახმარების თხოვნით, სახელმწიფოს მიერ საკარანტინო ზონაში გადაყვანილმა ოჯახმა მომართა.
დედა ნ.ო. ითხოვდა მისი და 2 არასრულწლოვანი შვილების (3 წლისა და 3 თვის ბავშვები) და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დედის თვითიზოლაციაში გადაყვანას. PHR-მა დაიწყო სამართლებრივი პროცედურების წარმოება ბავშვების დახმარების მიზნით.
მიუხედავად იმისა რომ ნ.ო.-ს საქართველოში დაბრუნებამდე ერთი კვირით ადრე ჰქონდა შევსებული დოკუმენტები თვითიზოლაციაში გადაყვანის თხოვნით, საზღვრის გადმოკვეთისთანავე ის მცირეწლოვან შვილებთან და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დედასთან ერთად მაინც საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს. სახელმწიფო ვალდებული იყო 5 დღის ვადაში მიეღო გადაწყვეტილება და საზღვრის კვეთის დროს ოჯახი თვითიზოლაციაში განეთავსებინა.
ვადის დარღვევის მიუხედავად, სახელმწიფომ ოჯახის მიმართვა დააკმაყოფილა და ნ.ო. მცირეწლოვან შვილთან და შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე დედასთან ერთად გადაყვანილია თვითიზოლაციაში.
PHR მოუწოდებს სახელმწიფოს, კანონმდებლობით გათვალიწინებულ ვადაში (მიმართვიდან 5 დღეში) მიიღოს გადაწყვეტილება და მაქსიმალურად ეფექტურად დაიცვას უფლებები და აარიდოს საკარანტინე ზონებში ცხოვრება არასრულწლოვნებს.
სამართლებრივი მხარდაჭერა ხორციელდება პროექტ “ბავშვთა მართლმსაჯულების უფლების გაძლიერება საქართველოში” ფარგლებში USAID/PROLoG-ის ფინანსური მხარდაჭერით.