თეკლე ორთოიძე, კომპანიაში „მეღვინეობა ხარება“, კონკურსის გავლის შემდეგომ პირველ სამუშაო დღეს დაიბარეს. საფინანსო დოკუმენტების მომზადების დროს გაიგეს რომ ის ფლობდა შეზღუდულ შესაძლებლობას, რის მერეც, უარი უთხრეს სამუშაო კონტრაქტის გაფორმებაზე. 

თეკლემ ეს ფაქტი დისკრიმინაციულად მიიჩნია და იურიდიული დახმარებისთვის  PHR-ს დაუკავშირდა. რის შემდეგაც ორგანიზაციამ სახალხო დამცველის აპარატს ღვინის კომპანიის მხრიდან, შშმ ნიშნით, ქალის დისკრიმინაციული ფაქტის დადგენის მიზნით მიმართა.

„ჩემი სურვილი იყო „მეღვინეობა ხარება“- ს და მათ თანამშრომლებს დაენახათ, რომ არასწორად მოიქცნენ, კანონი დაარღვიეს და დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის შემდეგ თუ ისინი ამას დაინახავენ ეს იქნება გამარჯვება. მინდა, რომ დაინახონ და ასე არასდროს მოექცნენ სხვას“- ამბობს თეკლე.

კომპანიის განმარტებით, თეკლეს დასაქმება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის პირობებში, კომპანიის მხრიდან იქნებოდა უპასუხისმგებლო მოქმედება.

„მეღვინეობა ხარება“-მ არც კი შეაფასა, რეალურად შეუშლიდა თუ არა ხელს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი დასაქმებულს დაკისრებული მოვალეობის შესრულებაში.

საქმეში არსებული გარემოებებისა და მტკიცებულებების გაანალიზების საფუძველზე, სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ განმცხადებლის უფლებაში ჩარევის საფუძველს რეალურად წარმოადგენდა მისი შეზღუდული შესაძლებლობა, რომელიც მიუღებელი აღმოჩნდა დამსაქმებლისთვის. კომპანიამ  ვერ წარმოადგინა არგუმენტაცია, რომელიც სახალხო დამცველს დაარწმუნებდა რომ დისკრიმინაცია არ მომხდარა.

შესაბამისად, 2020 წლის 17 ნოემბერს, საქართველოს სახალხო დამცველმა  შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაცია დაადგინა და  შესახებ რეკომენდაციით მიმართა კომპანიის „მეღვინეობა ხარება“ დირექტორს, რათა კომპანიამ საქმიანობა წარმართოს თანასწორობის პრინციპის დაცვით.

„...მომავალში არ დაუშვას შრომით ურთიერთობებში შეზღუდული შესაძლებლობის ან სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობა და უზრუნველყოს თანასწორობის პოლიტიკის გატარება შპს „მეღვინეობა ხარებას“ შიდა სამართლებრივი აქტებისა და სხვა დოკუმენტების „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და მომავალში საქმიანობა წარმართოს თანასწორობის პრინციპის დაცვით“ - იხილეთ რეკომენდაცია სრულად.


* ტექსტში დაზუსტებულია დარღვევის სახე.