3 დეკემბერი
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. ამ დღეს კიდევ ერთხელ ხდება
იმ სისტემურ გამოწვევებზე ხაზგასმა, რომლის წინაშეც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირები არიან მსოფლიოში და მათ შორის, ჩვენს ქვეყანში.
შშმ პირთა
უფლებების დაცვის მიმართულებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ინფორმაციის მისაწვდომობა
და მიმდინარე რეფორმებისა თუ გადაწყვეტილებების შესახებ მათი ინფორმირებაა.
სწორედ ამ
პრობლემის აღმოფხვრის მიზნით შეიქმნა დოკუმენტი ქმედუნარიანობა და გადაწყვეტილების
მიღებაში მხარდაჭერა. დოკუმენტი მარტივი წასაკითხი ფორმით მკითხველს გააცნობს 2015
წელს საქართველოში დაწყებულ ქმედუნარიანობის რეფორმას. ის საინტერესო და სასარგებლო
იქნება როგორც შშმ პირებისათვის, ასევე მათი ოჯახის წევრებისა და ზოგადად საზოგადოებისთვის,
რომლებიც მარტივი, ყველა ადამიანისათვის გასაგები ენით შეძლებენ გაეცნონ რეფორმის არსს.
დოკუმენტი
მომზადებულია „ქმედუნარიანობის ინსტიტუტის განხორციელების ხელშეწყობა საქართველოში“
- ფარგლებში. პროექტი მხარდაჭერილია „ღია საზოგადოების ფონდების“ (OSF) მიერ და მას
ახორციელებენ ორგანიზაციები - „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“
(EMC), „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ (PHR), „საქართველოს სოციალურ მუშაკთა
ასოციაცია“ (GASW) და „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი“ (GIP –
Tbilisi).