შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა უფლებებზე მუშაობა ქალთა უფლებებზე მუშაობის განუყოფელი ნაწილია. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ამ მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციების თანამშრომლობას და ურთიერთ მხარდაჭერას. 

სწორედ ამიტომ, სექტემბერში, საქართველოში ქალთა საკითხებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა თემებზე მომუშავე ორგანიზაციების პლატფორმა შეიქმნა. პლატფორმა ქვეყნის მასშტაბით 30-მდე ორგანიზაციას აერთიანებს და მიზნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა უფლებების რეალიზების მხარდაჭერას, იმ ბარიერებისა და გამოწვევების შემცირებას ისახავს, რომლებიც მათ წინაშე არსებობს.

პლატფორმის პირველი შეხვედრა 8-11 სექტემბერს შედგა, სადაც შეხვედრის მონაწილეებს შორის მოხდა გამოცდილებების გაზიარება და საფუძველი ჩაეყარა კოალიციურ მუშაობას.

შეხვედრის მსვლელობისას მონაწილეების გაეცნენ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებს, ჯვარედინი დისკრიმინაციის თეორიას, ფორმებსა და შეფასების ტექნიკებს, შშმ ქალების სექსუალური და რეპროდუქციულ ჯანმრთელობის, მათ მიმართ განხორციელებული ძალადობის საკითხებს, არსებულ სერვისებს და სხვ.

პლატფორმა ღიაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების ყველა მხარდამჭერისთვის.

ინიციატივა ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციების - "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" და "ქალი და რეალობა" გაეროს ერთობლივი პროგრამის „სოციალური დაცვის სისტემის ტრანსფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის“ ფარგლებში, მდგრადი განვითარების მიზნების ერთობლივი ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.