სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებიდან 37 დღის შემდეგ 14 წლის ლუკა ფსიქიატრიული კლინიკიდან სახლში დაბრუნდა!

სექტემბრის ბოლოს PHR-მა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ლუკას მდგომარეობასა და სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრობდა.

14 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი 2 თვეზე მეტი მხოლოდ იმ მიზეზით გამოიკეტა  ფსიქიატრიულ კლინიკაში რომ საავადმყოფოს გარეთ არ არსებობს ადეკვატური სერვისი. ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ლუკა განიცდიდა განიცდიდა იზოლაციით და ოჯახისგან იძულებით დაშორებით გამოწვეულ ტანჯვას და უარს ამბობდა დედის გარეშე კვებაზე.

2020 წლის 28 სექტემბერს სასამართლომ გაითვალისწინა ოჯახის და PHR-ის ადვოკატების მოთხოვნა და მთავრობას დაავალა, ოჯახისთვის გამოეყოთ ორი პერსონალური ასისტენტი, თერაპიული კვალიფიკაციით, 12 საათის განმავლობაში, უქმე დღეების ჩათვლით. სწორედ ამ დახმარების საფუძველზე შეძლებს ლუკა უახლოეს პერიოდში ფსიქიატრიული საავადმყოფოს დატოვებას და ოჯახში დაბრუნებას.

„ეს გადაწყვეტილება უპრეცედენტოა იმ თვალსაზრისით, რომ ჯერ ერთი, ბავშვი გამოვა ფსიქიატრიულიდან, სადაც მისი ადგილი არ არის და მეორე - როცა სასამართლო აკმაყოფილებს ასეთ მოთხოვნას, ის აღიარებს, რომ პრობლემა არსებობს.“ ამბობს ანა არგანაშვილი „რადიო თავისუფლებასთან“ საუბრისას.

ლუკა, 4 ნოემბერს სახლში, ოჯახის წევრებთან და საყვარელ ძაღლ, დუდისთან დაბრუნდა.

PHR-ი კვლავაც გააგრძელებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებების დაცვას.  


სამართლებრივი მხარდაჭერა ხორციელდება პროექტ “ბავშვთა მართლმსაჯულების უფლების 
გაძლიერება საქართველოში” ფარგლებში USAID/PROLoG-ის ფინანსური მხარდაჭერით.