PHR-ის სამართლებრივი დახმარების შედეგად საკარანტინე ზონა კიდევ ერთმა დედამ და მისმა 5 წლის შვილმა დატოვეს.

თამთამ #PHR- გასულ კვირას მომართა. მიუხედავად იმისა რომ მას საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე 4 დღით ადრე ჰქონდა შევსებული თვითიზოლაციაში გადაყვანის მოთხოვნა, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ის და 5 წლის ალექსანდრა მაინც საკარანტინე ზონაში მოათავსეს.

მომართვისთანავე PHR-მა დაიწყო სამართლებრივი პროცედურების წარმოება ბავშვის დახმარების მიზნით. განხორციელებული ნაბიჯების შედეგად, ვადების დარღვევის მიუხედავად თამთა და მისი შვილი სახელმწიფომ თვითიზოლაციაში გადაიყვანა.

PHR მოუწოდებს სახელმწიფოს, კანონმდებლობით გათვალიწინებულ ვადაში (მიმართვიდან 5 დღეში) მიიღოს გადაწყვეტილება და მაქსიმალურად ეფექტურად დაიცვას უფლებები და აარიდოს საკარანტინე ზონებში ცხოვრება არასრულწლოვნებს.

სამართლებრივი მხარდაჭერა ხორციელდება პროექტ ბავშვთა მართლმსაჯულების უფლების გაძლიერება საქართველოში ფარგლებში USAID/PROLoG-ის ფინანსური მხარდაჭერით.