კვლევის ავტორი: ანა აბაშიძე
ძალადობა ქალთა მიმართ დახურულ დაწესებულებებში ფართოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც უკავშირდება საზოგადოებაში დამკვიდრებულ დამაზიანებელ რწმენა-წარმოდგენებს ქალთა სოციალური როლის შესახებ და აგრეთვე განპირობებულია იმითაც, რომ ქალთა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები დაწესებულებებში სათანადოდ არ ან ვერ ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს.
დოკუმენტის მთავარი მიზანია განიხილოს თავისუფლების შეზღუდვის ადგილებში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების მიმართ ძალადობის, მათ შორის სექსუალური ძალადობის პრობლემა და ინსტიტუციური მექანიზმები, რომელიც პრევენციულ როლს ასრულებს და ქმნის უსაფრთხოების გარანტიებს დახურულ დაწესებულებებში.
დოკუმენტის მიზანია გაზარდოს ცოდნა ქალთა მიმართ ძალადობის და სექსუალური ძალადობის პრობლემის შესახებ, მათ შორის ის, თუ როგორ იჩენს თავს ამგვარი ძალადობა თავისუფლების შეზღუდვის ადგილებში. აგრეთვე მიმოიხილოს ის ძირითადი ფაქტორები, რომლებიც ზრდის ძალადობის რისკს ამგვარ ადგილებში. მიმოიხილოს საბაზისო პრევენციული და რეაგირების ინსტიტუციურ მოდელები/მომსახურებები, რაც აუცილებელია სისტემის გაუმჯობესებისთვის.
კვლევა შექმნილია RFSU-ს (Swedish Association for Sexuality Education) ფინანსური მხარდაჭერით. მასში გამოთქმული მოსაზრებბი შეიძლება არ ასახავდეს RFSU-ს მოსაზრებებს.