დამხმარე სახელმძღვანელო იურისტებისთვის

წინამდებარე კვლევის მიზანია ადამიანის უფლებების ჭრილში მიმოიხილოს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა, სექსუალური და რეპროდუქციული უფლებები (SRHR) სამართალმცოდნეობით დაინტერესებული პირებისთვის. იურიდიული პროფესიების წარმომადგენლებს და მათ შორის, სტუდენტებს მიაწოდოს საბაზისო ინფორმაცია SRHR უფლებების შესახებ. კერძოდ, განიხილოს ძირითადი უფლებები, რომელიც ამ საკითხებს უკავშირდება და გარანტირებულია, როგორც გაეროს, ისე ევროპის საბჭოს სამართლის მიხედვით.

კვლევის ძირითადი მიზანია, SRHR განიხილოს არაპრივილეგირებული ჯგუფისთვის, განსაკუთრებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისთვის და გამოავლინოს ის ბარიერები, რომელიც ხშირად უკრძალავს შშმ ქალებს ამ ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობას. შშმ ქალთა სპეციალური საჭიროების გათვალისწინებით, დოკუმენტი განიხილავს შშმ პირთა გაეროს კონვენციის დებულებებს, რომელიც ფუნდამენტს ქმნის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების რეალიზებისთვის.

დოკუმენტი შედგენილია მაქსიმალურად მარტივი ენით, რათა გასაგები იყოს ყველა პროფესიის ადამიანისთვის, ვისაც, მიუხედავად გამოცდილებისა, სურს საკუთარი ან სხვისი უფლებების დაცვა და ამასთანავე, ხელმისაწვდომი იყოს ყველა შშმ პირისთვის, რათა მათაც ადვილად შეძლონ დოკუმენტით სარგებლობა.

პუბლიკაცია მომზადებულია RFSU-ს (Swedish Association for Sexuality Education) ფინანსური მხარდაჭერით.

ავტორი: ანა აბაშიძე

გადმოწერა: