წარმოგიდგენთ დოკუმენტს ,,ბავშვის უფლებები
პოლიტიკური პარტიების პროგრამებში“, რომელიც წარმოადგენს პირველ მცდელობას, გაანალიზოს
პოლიტიკური პარტიების პროგრამები და წინასაარჩევნოდ მათ მიერ განხორციელებული აქტივობები
ბავშვის უფლებების დაცვის პერსპექტივიდან. მისი მიზანია პოლიტიკური პარტიების პროგრამების
ანალიზით გამოკვეთოს ძირითადი თემები, რომლებიც მათ დღის წესრიგში ხვდება; შეაფასოს,
თუ როგორ ხედავენ და აღწერენ პოლიტიკური პარტიები ბავშვთა უფლებებს, საკმარისია თუ
არა მათი ხედვა სისტემური ცვლილებების განსახორციელებლად და რამდენად პასუხობს ეს ინიციატივები
ბავშვზე ზრუნვისა და დაცვის სფეროს უმთავრეს სირთულეებს.
ანგარიში მოამზადა კოალიციამ ბავშვებისა
და ახალგაზრდებისათვის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის
პროექტის ფარგლებში. მასალის დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის
შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს
(USAID) დაფინანსებით. ანგარიშის შინაარსზე პასუხისმგებელია კოალიცია ბავშვებისა და
ახალგაზრდებისათვის. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის
შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.
აღნიშნული ანგარიშის შექმნაში მონაწილეობა მიიღეს PHR-ის წარმომადგენლებმა, როგორც კოალიციის ბორდის წევრებმა.