წინამდებარე ანგარიში მომზადდა პროექტის „ქალთა გაერთიანება - საქართველო, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა და გოგოების ხმის გასაძლიერებლად“ ფარგლებში. ანგარიში მიზნად ისახავს პლატფორმის ფარგლებში შშმ ქალთა, ქალთა ორგანიზაციების საჭიროებებისა და შშმ პირთა ორგანიზაციებში მათი ჩართულობის ხელისშემშლელი ბარიერების შესწავლას, ასევე კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავებას პლატფორმის გაძლიერების მიზნით. პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და მდგრადი განვითარების ერთობლივი ფონდის მხარდაჭერით, გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში „სოციალური დაცვის სისტემის გარდაქმნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის საქართველოში.“

წინამდებარე ანგარიში ეფუძნება თვისებრივ კვლევას, რომლის მიზანს ქსელის წევრების საჭიროებების შესწავლა წარმოადგენდა.