PHR წარმოგიდგენთ დამხმარე სახელმძღვანელოს მოსამართლეებისთვის - ,,გადაწყვეტილების მიღებაში მხარდაჭერის მოდელი - თეორიული და პრაქტიკული საკითხები" დოკუმენტი აქცენტს აკეთებს თემებზე, რომელიც პირდაპირ უკავშირდება მხარდაჭერის დანიშვნის პროცესს, სასამართლოში განცხადების შეტანიდან სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, როდესაც სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობასთან დაკავშირებით. გარდა უშუალოდ სასამართლო პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებული სტანდარტების მიმოხილვისა, დოკუმენტში საუბარია მხარდაჭერის საჭიროების შეფასებაზე, რომელიც მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია სასამართლოსთვის, მიიღოს პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის გადაწყვეტილება.
_________________________________________________________________________
დოკუმენტი შემუშავდა ღია საზოგადოების ფონდების (OSF) ფინანსური მხარდაჭერით, EMC-სა და მისი პარტნიორი ორგანიზაციების - „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ (PHR), „საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია“ (GASW) და „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი“ (GIP – Tbilisi) - მიერ.