შემოწირულობის საშუალებით, შეგიძლიათ, მხარი დაუჭიროთ ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ საქმიანობას

არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)" 2012 წელს შეიქმნა. ორგანიზაციის მიზანია, საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ქალთა, ბავშვთა, ხანდაზმულთა და სხვა მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენელთა უფლებების დაცვა, უფლებათა დარღვევის პრევენცია, უფლებათა დაცვის მდგომარეობის მონიტორინგი. PHR-ი მხარს უჭერს გენდერულ თანასწორობას.

თუ იზიარებთ ჩვენს მიზნებს და გსურთ, ხელი შეუწყოთ PHR-ის საქმიანობას, შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი თანხის ოდენობა შემოწიროთ ორგანიზაციას.

PHR-ის შემოწირულების პოლიტიკა:

  • PHR-ი შემოწირულობას იღებს ფიზიკური და იურიდიული პირებისგან, საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციებისგან. შემოწირულობა არ უნდა ახდენდეს გავლენას ჩვენი საქმიანობის დამოუკიდებლობაზე და არ უნდა უქმნიდეს საფრთხეს PHR-ის რეპუტაციას;
  • PHR-ი არიღებს შემოწირულობას პოლიტიკური პარტიების, სახელმწიფო უწყებების, პოლიტიკოსების ან პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებული პირებისგან;
  • PHR-ი არ იღებს შემოწირულობას კომპანიებისგან, რომლებსაც ბრალად ედებოდათ ან დაეკისრათ პასუხისმგებლობა კორუფციულ გარიგებებში, სახელმწიფოს წინააღმდეგ, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ ან/და სხვა სახის სისხლის სამართლებრივ დანაშაულში მონაწილეობისთვის;
  • PHR-ი არ იღებს შემოწირულობას ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებული კომპანიებისგან;

შემოწირულობის განხორციელების გზა:

საბანკო გადარიცხვა:

თქვენთვის სასურველი თანხის ოდენობა, შეგიძლიათ, გადარიცხოთ შემდეგ საბანკო ანგარიშზე:

მიმღებისბანკი: ს.ს. „თიბისი ბანკი“

ბანკის კოდი: TBCBGE22

მიმღების ანგარიში: GE88TB7589036080100003

მიმღების სახელი: პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის - Partnership For Human Rights

 

გთხოვთ, თანხის გადარიცხვისას, დანიშნულებაში მიუთითოთ - შემოწირულობა.

მადლობა, მხარდაჭერისთვის!