10 ოქტომბერი - გოგონათა საერთაშორისო დღე

„როდესაც მთელი მსოფლიო ჩუმადაა, ერთი ადამიანის ხმა ყველაზე ძლიერია“ - 
მალალა იუსაფზაი

10 ოქტომბერს, გოგონათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სოფელ სადახლოსა და ტალავერში, ორგანიზაციის “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ და „შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი“-ს მიერ გაიმართა ერთობლივი ღონისძიება. შეხვედრებს დაესწრო ეთნიკურად აზერბაიჯანელი 350 გოგონა და მათი მშობლები. ღონისძიებაზე განხილული იყო საქართველოში გოგონა/ბავშვების წინაშე არსებული გამოწვევები, კერძოდ ადრეულ ასაკში ქორწინების და იძულებით ქორწინების პრობლემატიკა.