„კოალიცია თანასწორობისთვის“ პარლამენტის და ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის მიერ ლგბტ უფლებების არაღიარების პრობლემას ეხმიანება

04/05/2018

„კოალიცია თანასწორობისთვის“ კრიტიკულად აფასებს 2018 წლის 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორის დღის (IDAHOT) აღნიშვნასთან დაკავშირებით პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის, მიერ გაკეთებულ განცხადებას.

„კოალიცია თანასწორობისთვის“ პარლამენტს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის სანქცირების ინიციატივაზე ვრცელი სამართლებრივი კრიტიკით მიმართავს

04/05/2018

2018 წლის 2 მაისს, საზოგადოებრივი ორგანიზაციების პლატფორმამ ‘კოალიცია თანასწორობისთვის’, საქართველოს პარლამენტს, მათ შორის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს, გაუგზავნა ვრცელი დასაბუთება რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის დასჯის საკითხზე მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით.

არასამთავრობო ორგანიზაციები მოვითხოვთ სოფიო კილაძის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომას

04/05/2018

წარმომადგენლობითმა ორგანომ, გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტის დამკვიდრებასა და მისი აღსრულების მონიტორინგის პროცესში. სწორედ  ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად მოქმედებს პარლამენტში სპეციალური კომიტეტი.

კოალიცია თანასწორობისთვის მოუწოდებს პარლამენტს არ დაუშვას რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის კრიმინალიზების კანონპროექტის მიღება

04/05/2018

“კოალიცია თანასწორობისთვის” ეხმიანება საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის კრიმინალიზების თაობაზე საკანონმდებლო ინიციატივის მხარდაჭერას და მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს სათანადო გულისხმიერებით დაიცვას დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპები და არ დაუშვას სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის გაუარესება.

სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას!“ და “კოალიცია თანასწორობისთვის” განცხადება შავკანიან სტუდენტებზე თავდასხმის ფაქტზე

04/05/2018

უკიდურესად შემაშფოთებელია 8 აპრილის საღამოს დიღმის მასივში შავკანიან სტუდენტებზე თავდასხმის ფაქტი. გავრცელებულ კადრებში ჩანს თავდამსხმელთა რასისტული განცხადებები და მოტივები. ეს ინციდენტი ბოლო პერიოდში გამოვლენილ შეუწყნარებლობის საფუძველზე ჩადენილ სხვა დანაშაულებთან ერთად, სახელმწიფოს მიერ თანმიმდევრული და სისტემური ანტიდისიკრიმინაციული პოლიტიკის გატარების აუცილებლობაზე მიუთითებს.