შეხვედრა დევნილებთან 25.06.2015

07/10/2015

დღეს, 2015 წლის 25 ივნისს, PHR-მა თბილისში მცხოვრები დევნილებისთვის სემინარი ჩაატარა. სემინარის თემა იყო სოციალური პროგრამები. დევნილებს საშუალება ქონდათ გაცნობოდნენ სოციალური დახმარების სახეებს; საარსებო შემწეობის მიღებასთან, შეჩერებასთან, შეწყვეტასთან დაკავშირებულ საკითხებს; სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესს; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებულ სოციალურ პროგრამებს.

ტრენინგი სოციალურ მუშაკებთან 17.07.2015

22/07/2015

2015 წლის 17 ივლისს ქ.ბათუმში, PHR-ის მიერ მოწვეულმა ექსპერტებმა ნათია წკეპლაძემ და თეიმურაზ თოდრიამ ჩაატარეს ტრენინგი თემაზე "ქმედუნარიანობის ინსტიტუტის ახალი სისტემა და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლება-მოვალეობები".

"გაძლიერდი და შეცვალე" ხაშურში

22/07/2015

15 ივლისს, ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის მხარდაჭერით PHR-მა ხაშურში საგანმანათლებლო ტრეინინგი ჩაატარა. ტრეინინგის მიზანი იყო გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენციისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაცნობა ადგილობრივი მიზნობრივი ჯგუფისთვის. 

ტრენინგი შშმ პირთა საკითხებზე 12.07.2015

22/07/2015

2015 წლის 12 ივლისს ქ.ბათუმში, PHR-ის მიერ მოწვეულმა ექსპერტებმა ნათია წკეპლაძემ და თეიმურაზ თოდრიამ ჩაატარეს ტრენინგი "გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია,როგორც უფლებების დაცვის მექანიზმი".

ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ განათლების და ცნობიერების ამაღლება

22/07/2015

PHR ის წარმომადგენელმა ანა არგანაშვილმა მონაწილეობა მიიღო ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების სამოქმედო გეგმის განხილვაში.