PHR-ი დევნილ ქალთან ერთად გორის საკრებულოს სხდომაზე.

22/07/2015

2015 წლის 21 მაისს, PHR-ის წარმომადგენელმა დევნილ ქალთან ერთად მონაწილეობა მიიღო ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვის, განათლების, სპორტის, კულტურის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაში, სადაც განიხილებოდა სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის "C" ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებული სამედიცინო კვლევების თანადაფინანსების საკითხი.

PHR-ის წარმომადგენლების ჩართულობა ქ. გორის საკრებულოში

22/07/2015

2015 წლის 15 მაისს, PHR-ის წარმომადგენლები დაესწრნენ ქ. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, პაპუნა კობერიძის, ინიციატივით ქალაქ გორში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართულ შეხვედრას. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საკრებულოს წევრები და აპარატის თანამშრომლები.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო. 27.04.2015 .

22/07/2015

2015 წლის 27 აპრილს, PHR-მა დევნილ ქალთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიების გაერთიანებულ სხდომაში.

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო 22.04.2015

22/07/2015

2015 წლის 22 აპრილს, PHR-მა დევნილ ქალებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვის, განათლების, სპორტის, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაში.

ადვოკატირების ქსელის შეხვედრა - ადამიანის უფლებათა სტანდარტები

25/04/2015

2015 წლის 30 მარტს, PHR-მა პარტნიორ ორგანიზაციასთან Disability Rights International-თან ერთად სამუშაო შეხვედრა ჩაატარა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების შესახებ.